Kraken-ის CEO: ბიტკოინმა, შესაძლოა, $1 მილიონს მიაღწიოს

კრიპტო ბირჟის ლიდერის Kraken-ის აღმასრულებელი დირქტორი, ჯესი პაუელი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ღირებულება მომავალ ათ წელში $1 მილიონს მიაღწევს. 

როგორც პაუელი ამბობს, ბიტკოინის მომხრეების მოლოდინით,  ციფრული მონეტა საბოლოოდ ყველა ძირითადი ვალუტას ჩაანაცვლებს. მისი თქმით, ბიტკოინმა, შესაძლოა, მომავალში დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების საბაზრო მოცულობასაც გადააჭარბოს.

“დოლარი მხოლოდ 50 წლისაა და ის უკვე სისუსტის უკიდურეს ნიშნებს ავლენს. ვფიქრობ, მომავალში ხალხი ფასის დადგენას ბიტკოინის საშუალებით დაიწყებს” – განაცხადა პაუელმა Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუში.

უმსხვილესი კრიპტოვალუტა ბოლო დროინდელი მერყეობის შემდეგ $50,000-იან ნიშნულს კიდევ ერთხელ ჩამოცდა. ციფრული მონეტის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბიტკოინი გიგანტური ბუშტია, რომელიც  აუცილებლად გასკდება.

Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა  კრიპტოვალუტის არასტაბილურობა დაადასტურა  და დასძინა, რომ ფასები შეიძლება დრამატულად  შემცირდეს ან გაიზარდოს ნებისმიერ დროს. ამგვარი არასტაბილურობა დიდი ხანია  ბიტკოინის ერთ-ერთი უარყოფითი მხარეა, რაც მას ბაზარისთვის სპეკულაციურ აქტივად უფრო აქცევს, ვიდრე ბიზნესის წარმოების საშუალებად.

Leave a Reply