Tag Archives: #განახლებადი

აბუ დაბი წყალბადის და ამიაკის ქარხნის ასაშენებლად $1 მილიარდს დახარჯავს

აბუ დაბის კერძო კომპანია მზის ენერგიაზე მომუშავე წყალბადის და ამიაკის ქარხნის ასაშენებლად $1 მილიარდზე მეტს დახარჯავს. ინვესტორები და მთავრობები ახლო აღმოსავლეთში ემისიებისგან თავისუფალი ენერგიის მოსაპოვებლად ძალისხმევას აძლიერებენ. ობიექტი განთავსებული იქნება Khalifa-ს ინდუსტრიულ ზონაში და მას Helios Industry ააშენებს. პროექტი საწყის ეტაპზე 100 მეგავატ მზის ენერგიას მოიცავს, თუმცა მომავალში ამას 800 მეგავატამდე გაზრდის. ქარხანა წელიწადში 40,000 ტონა მწვანე წყალბადს აწარმოებს, რომლიდანაც ...

Read More »

“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მწვანე წყალბადის, გეოთერმული ენერგიის საპილოტე პროექტის, ასევე, ბიომასისა და ბიოგაზის პროექტების განსავითარებლად”

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის ისეთ დარგებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია, ასევე ბიოენერგია და განსაკუთრებით გეოთერმული ენერგია, საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს და ხშირად გაისმის უკმაყოფილება, რომ არ ხდება ხსენებული რესურსების სათანადოდ ათვისება, “ენერგონიუსი” დაუკავშირდა ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს გიორგი ჩიქოვანს, იმის გასარკვევად, თუ რამდენად იგეგმება რაიმე პროექტის განხორციელება ან თუნდაც კვლევითი სამუშაოების ჩატარება აღნიშნული მიმართულებით? “ჩვენი ქვეყანა ...

Read More »

ხატია წილოსანი: ალტერნატიული ბუნებრივი რესურსების არარსებობის პირობებში, ჰიდრორესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, გამოიმუშაოს ენერგიაზე დღეს არსებული მოთხოვნის 12%. „ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგი არის ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა. ხელისუფლება საწყისი ეტაპიდანვე ძალიან აქტიურად ცდილობდა ხეობაში კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებას. გარემოს ზემოქმედების შესახებ კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის, მაგალითად, ჰესის ...

Read More »
გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

შტორმების შედეგად დიდ ბრიტანეთში წარმოებული ენერგიის მოცულობაში ქარის სადგურების წილი 62,5%-მდე გაიზარდა

ძლიერმა შტორმულმა ქარებმა, რომელიც დიდ ბრიტანეთს დაატყდა თავს, ქარის ტურბინებით წარმოებული ელექტროენერგის ახალი რეკორდის დამყარებას შეუწყო ხელი ნაციონალური ქსელების წინასწარი მონაცემებით, პარასკევი დღის პირველ საათებში ქარის ენერგიის წილი გენერაციის მთლიან სტრუქტურაში თითქმის 2/3-მდე გაიზარდა. 02:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში ქარის ტურბინების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილად ბრიტანეთის მთელი ენერგიის 62,5% მოდიოდა, რაც შარშან, აგვისტოში, ქარიშხალ ელენი და ფრენსისის დროს დამყარებულ რეკორდს ...

Read More »

საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია: ენერგეტიკის რეფორმის ეტაპობრივი დანერგვა დარგის განვითარებას მხოლოდ წაადგება

ენერგეტიკული სექტორის საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ენერგეტიკული გარემო გახადოს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ხელი შეუწყოს სექტორში საჭირო კაპიტალის მოზიდვას. ენერგეტიკული რეფორმის შედეგად, ბაზრის ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება და ქვეყანაში მოხდება ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება. ამ მიზნით აუცილებელია, რომ ფასწარმოქმნის მექანიზმი დაფუძნებული იყოს გამჭირვალე, სამართლიან და საბაზრო პრინციპებზე, – ნათქვამია საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის განცხადებაში, ...

Read More »

ამერიკული მზე | დინ სოლონი

დინ სოლონმა მზის ენერგიის ბიზნესში მრავალმილიარდიანი ქონება იმით შექმნა, რომ საჭირო აღჭურვილობიდან სწორედ იმას აწარმოებდა, რისი წარმოებაც ჩინეთში იაფად შეიძლება. მისი საიდუმლო: მაღალი ფასები უკეთესი ხარისხისათვის. საჭიპორტლენდში (ტენესი), Shoals Technologies-ის 100,000 კვადრატული ფუტის ქარხანაში დინ სოლონის სწრაფვა სიმარტივისკენ ფერებით კოდირებული, Sesame Street-ით შთაგონებული პერანგებით იწყება, რომელიც პერსონალს აცვია. „SunPower-ის ლოგო ყვითელი იყო, ასე რომ, ესაა Big Bird-ი. First Solar-ი წითელი ...

Read More »

რუსეთი წყალბადის ბაზრის ლიდერობას უმიზნებს

მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, Nord Stream 2 დასრულების პირასაა. გარდა ამისა, ევროპას მალე სხვა ენერგორესურსებიც დასჭირდება. რუსეთს შეეძლება წელიწადში ასი მილიარდამდე დოლარის გამომუშავება წყალბადის ექსპორტიდან, მათ შორის ევროპაში. აღნიშნულის შესახებ RIA Novosti-ის მიმომხილველი ნატალია დემბინსკაია იუწყება. რუსეთის გეგმები ძალიან ამბიციურია – 2030 წლისთვის ის გეგმავს მსოფლიო ბაზრის 20%-ის და საბოლოოდ ლიდერის პოზიციის დაკავებას. ევროკავშირის სურვილი ნახშირბადის კვალისგან სრულად განთავისუფლებისა, ძალიან დიდ ...

Read More »
2030 წლისთვის, განახლებადი ენერგია ელექტროენერგეტიკული ბაზრის 40%-ს დაიკავებს

„ელექტრო ენერგიაზე ტარიფის გაზრდის პირობებში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა“

„ნეტო აღრიცხვა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ბიზნესისთვის წამახალისებელი მექანიზმია, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებლების კმაყოფილებას იწვევს, ხოლო მეორეს მხრივ ახალ ბიზნესებს და კომპანიებს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას აძლევს“  – ამის  შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ კომპანია „ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანია ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ მზის ენერგეტიკა არ არის ნეტო აღრიცხვის ფოკუსში და მასში გენერაციის ნებისმიერი ობიექტის განვითარებაა შესაძლებელი, იქნება ეს მიკრო ჰესი, ...

Read More »

G20–ის ქვეყნები განახლებადი ენერგიისთვის სახსრებს გამოყოფენ

COVID-19 პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის დასაწყისში, G20–ის ქვეყნების მთავრობებმა მინიმუმ 648.60 მილიარდი დოლარი გაიღეს ენერგეტიკის სხვადასხვა დარგების მხარდასაჭერად, ნათქვამია მოხსენებაში, რომელსაცა Energy Policy Tracker აქვეყნებს. G20–ის ქვეყნებმა მინიმუმ 293.1 მილიარდი დოლარი გამოყვეს წიაღისეული საწვავისთვის (63,93 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე), საიდანაც 213,09 მილიარდი დოლარი მოდის ნავთობსა და გაზზე, ხოლო 43,70 მილიარდი დოლარი – ნახშირზე. 246,06 მილიარდი დოლარი გამოიყო სუფთა განახლებადი ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

განახლებადი ენერგიის ზრდა წელს სავარაუდოდ, შენელდება

2020 წელს რეკორდული ტალღის და მთავრობის მხარდაჭერის პროგრამების ამოწურვის შემდეგ, გლობალური განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების ზრდა წელს, სავარაუდოდ, შენელდება. International Energy Association-ის ანალიზის თანახმად, დეველოპერები წელს დაახლოებით 270 გიგავატ ახალ მწვანე ენერგიის სიმძლავრეებს ააშენებენ, რაც დაახლოებით 3%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ პრე-პანდემიურ დონეს მაინც აჭარბებს, მწვანე ენერგია ბევრად უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს, რათა მსოფლიოს კლიმატის მიზნებს მიაღწიოს. ”განახლებადი ენერგია ამჟამად სწრაფად ფართოვდება, მაგრამ ის ...

Read More »