ძლიერმა შტორმულმა ქარებმა, რომელიც დიდ ბრიტანეთს დაატყდა თავს, ქარის ტურბინებით წარმოებული ელექტროენერგის ახალი რეკორდის დამყარებას შეუწყო ხელი
ნაციონალური ქსელების წინასწარი მონაცემებით, პარასკევი დღის პირველ საათებში ქარის ენერგიის წილი გენერაციის მთლიან სტრუქტურაში თითქმის 2/3-მდე გაიზარდა.
02:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში ქარის ტურბინების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილად ბრიტანეთის მთელი ენერგიის 62,5% მოდიოდა, რაც შარშან, აგვისტოში, ქარიშხალ ელენი და ფრენსისის დროს დამყარებულ რეკორდს 2,6%-ით აღემატება.
სულ მაისში, ქარის ტურბინების მიერ გამომუშავებული ენერგიის წილად 18% მოდის, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლები.
კლიმატის დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, შარშან, პირველად ისტორიაში, განახლებადი ენერგიის წილმა წარმოებულ ელექტროენერგიაში 42% შეადგინა და პირველად ისტორიაში, გადააჭარბა გაზის და ნახშირის სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 41%-იან წილს.