ხატია წილოსანი: ალტერნატიული ბუნებრივი რესურსების არარსებობის პირობებში, ჰიდრორესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, გამოიმუშაოს ენერგიაზე დღეს არსებული მოთხოვნის 12%.

„ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგი არის ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა. ხელისუფლება საწყისი ეტაპიდანვე ძალიან აქტიურად ცდილობდა ხეობაში კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებას. გარემოს ზემოქმედების შესახებ კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის, მაგალითად, ჰესის მშენებლობის დაწყებამდე, აუცილებელია მოსახლეობასთან გაიმართოს კონსულტაციები და გაზიარებული იყოს მათი მოსაზრებები. ყველა პროცედურული ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელ საქმიანობას, პროცედურების შესაბამისად იყო გავლილი. არასწორია საკითხის დასმა ისე, უნდა აშენდეს თუ არა ჰესი. ენერგომოხმარება ​ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება 8-დან 12 პროცენტამდე. ალტერნატიული ბუნებრივი რესურსების არარსებობის პირობებში, ჰიდრორესურსის მაქსიმალური ათვისება უნდა მოხდეს. 433-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, გამოიმუშაოს ენერგიაზე დღეს არსებული მოთხოვნის 12%“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

Leave a Reply