2021 წლის ივლისში, თურქეთში ელექტროენერგიის წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს – 30,000 გიგავატ საათს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული Report ავრცელებს. სამინისტროს მონაცემების თანახმად, გამომუშავებული ელექტროენერგიის 14,8% განახლებადი წყაროებზე მოდის. მსგავი მაჩვენებელიც ასევე პირველად დაფიქსირდა ქვეყანაში. კერძოდ, 3,034 გიგავატი გამოიმუშავა ქარმა, 1,555 გიგავატი – მზის ენერგიამ და 632 გიგავატი – ბიოენერგეტიკამ. ნინო სამადაშვილი
Read More »