Tag Archives: გაზსადენი

რუსეთი უკრაინული გაზის მილების მარშუტის შეცვლას ცდილობს

რუსეთი უკრაინული გაზის მილების მარშრუტის შეცვლას ცდილობს

რუსეთი მრავალი წელია ცდილობს უკრაინია ჩაანაცვლოს, როგორც ევროპაში ბუნებრივი აირის ძირითადი ექსპორტიორი. თუმცა მთავარი პრობლმა მას შემდეგ გაჩნდა რაც გაზპრომმა იტალიურ საიპემთან შეთანხმება გააუქმა და თურქეთთან გაზის წყალქვეშა მილების ქსელის მშენებლობაზე დაიწყო მოლაპარაკებები. მოსკოვმა უკრაინის გავლით ევროპაში გაგზავნილი გაზის რაოდენობა უკვე შეამცირა  და დღეს ის ქვეყნის მთელი ექსპორტის 40 % შეადგენს, როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 75 %-მდე იყო. ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

საქართველოზე გაზის ტრანზიტი ორი მილსადენით ხორციელდება: სამხრეთ- კავკასიური მილსადენით (SCP) და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით. სამხრეთ-კავკასიური მილსადენით, რომელიც ცნობილია, როგორც ბაქო- თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, აზერბაიჯანში, შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის თურქეთში ტრანზიტი ხორციელდება. გაზსადენის სიგრძე 692 კმ, საქართველოს მონაკვეთის სიგრძე კი – 249 კმ-ია. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი უმეტესწილად, ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პარალელურად არის გაყვანილი. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. გაზსადენით, რომელიც ...

Read More »
TANAP-ის პროექტი თურქეთისთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის წამალი იქნება

TANAP-ის პროექტი თურქეთისთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის წამალი იქნება

ევროპა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ბუნებრივ აირს მიიღებს. Tanap-ის პროექტის საწყისი მოცულობა, წელიწადში 16 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. Tanap-ის გენერალური მენეჯერი Saltuk Duzyol-ი, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღნიშნული კომპანიის როლზე, პროექტის შესაძლო კონკურენტებზე და მის განხორციელებაზე საუბრობს. “Tanap-ი, თურქეთისა და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებისთვის, ნამდვილი წამალი იქნება. აღნიშნული კომპანია, შეიძლება, თურქეთის მეზობელი ტერიტორიებისთვისაც გახდეს გაზის ტრანსპორტირების პლატფორმა. როგორც Tanap-ი, ჩვენ, გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას, უკვე ...

Read More »
ალიევის განცხადება Tanap-ის პრექტთან დაკავშირებით

ალიევის განცხადება Tanap-ის პრექტთან დაკავშირებით

ამჟმად, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ დროულად მოხდეს სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რომელიც იქნება დამაკავშირებელი საქართველოსთან და ტრანს-ანატოლიის გაზსადენის მშენებლობა (TANAP) ” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ალიევის თქმით, ამ მიზნების მიღწევა დროულად მოხდება და იმედია, რომ ტრანს ადრიატიკის (TAP) გაზსადენის პროექტში არავითარი ხელოვნური დაბრკოლებები არ წარმოიშობა. ” – აზერბაიჯანის გაზის რესურსი, მინიმუმ 100 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენ ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

სლოვაკეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა, ევროპაში გაზის სადისტრიბუციო სისტემაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, აღნიშნულმა ოთხმა ქვეყანამ, გაზსადენის მშენებლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. აღნიშნული გაზსადენი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას დააკავშირებს ერთმანეთთან. მილსადენის კომერციული მშენებლობის დაწყება 2018 წლისათვის იგეგმება. ოპერაციის პირველ ეტაპზე, მილსადენის მოცულობა, წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრი უნდა იყოს. აღნიშნული მაჩვენებელი, თანდათანობით, 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა ...

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება, – ამის შესახებ იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა. მათი ინფორმაციით, მინისტრმა ფედერიკა გუიდიმ უკვე მოაწერა ხელი გაზსადენის მშენებლობის დაწყების ნებართვის ბრძანებს, რაც ბოლო ნაბიჯია პროექტ TAP-ის მშენებლობის საკითხში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გაზსადენის მშენებლობა 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. იტალიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ...

Read More »
თურქული ნაკადის შუქ-ჩრდილები

თურქული ნაკადის შუქ-ჩრდილები

მსოფლიო ენერგოპოლიტიკა საქართველოს პოზიციების საპირისპიროდ იცვლებაფიქალის გაზის მზარდი პერსპექტივა ამერიკაშისულ უფრო აქტუალური ხდება ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის რაც შეიძლება სწრაფად დაწყების თემა, რათა ბრიუსელი ნაკლებად იყოს გეოპოლიტიკურად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. ამერიკიდან თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის დაწყება არა მარტო უკრაინის, არამედ ლამის გლობალური უსაფრთხოების შესანარჩუნებელ “პანაცეადაა” მიჩნეული”.2013 წლის ბოლოსთვის, აშშ-დან თხევადი გაზის ექსპორტის ლიცენზია მხოლოდ ორ კომპანიას ჰქონდა მიღებული და ...

Read More »
აზერბაიჯანი ევროკავშირთან ენერგოდეკლარაციას აწერს ხელს

აზერბაიჯანი ევროკავშირთან ენერგოდეკლარაციას აწერს ხელს

თურქმენეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან დეკლარაციას ენერგეტიკულ სფეროში. დეკუმენტს ხელი მოეწერა 1 მაისს აშხაბადში მიმდინარე შეხვედრის დროს, რომელშიც თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ნავთობისა და გაზის მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები მხარს უჭერენ საიმედო, სტაბილური და გრძელვადიანი საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ენერგორესურსების მწარმოებლების, სატრანზიტო ქვეყნებისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით. მათ ასევე ...

Read More »