რუსეთი მრავალი წელია ცდილობს უკრაინია ჩაანაცვლოს, როგორც ევროპაში ბუნებრივი აირის ძირითადი ექსპორტიორი. თუმცა მთავარი პრობლმა მას შემდეგ გაჩნდა რაც გაზპრომმა იტალიურ საიპემთან შეთანხმება გააუქმა და თურქეთთან გაზის წყალქვეშა მილების ქსელის მშენებლობაზე დაიწყო მოლაპარაკებები.
მოსკოვმა უკრაინის გავლით ევროპაში გაგზავნილი გაზის რაოდენობა უკვე შეამცირა და დღეს ის ქვეყნის მთელი ექსპორტის 40 % შეადგენს, როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 75 %-მდე იყო. კლება 2019 წლამდე გაგრძელდება . სწორედ ამ წელს მთვრდება ორ ქვეყანას შორის დადებული 10 წლიანი ხელშეკრულება.
საიპემთან უკვე შეწყვეტილი კონტრაქტი, რომლის ღირებულება 2.4 მილიარდ ევროს შეადგენდა გაზპრომის მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იყო. იმისა, რომ უკრაინისთვის გაზის ექსპორტი შეემცირებინა.
პროგრამის დახურვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაზპრომის მილსადენების ქსელის მშენებლობას, რომელსაც შავი ზღვის გავლით ჯერ თურქეთში შემდეგ კი სამხრეთ ევროპაში გაზი უნდა გადაეტანა. ქსელის საერთო მოცულობა 63 მილიარდი კუბური მეტრია და დასრულების შემთხვევაში მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა გაზის ინფრასტრუქტურა იქნება.
როგორც როიტერი იტყობინება ოთხშაბათს გაზპრომმა რუსეთის მხარის მილსადენებით მომარაგება შეწყვიტა, სანამ რუსეთი და თურქეთი შეთნხმებას არ მიაღევენ, Tanap-ის პროექტის დასრულებაზე. კომპანმიის წარმომადგენელი კონტრაქტის შეჩერების მიზეზად გადაწყვეტილებების არ მიღებას და კომერციულ საკითხებს ასახელებს.
თურქსტიმის პროექტი დეკემბერში წინ წამოიწია, მას შემდეგ რაც რუსეთმა ევროკავშირის ზეწოლით ბულგარეთში South Stream-ის გაზის მილსადენზე მუშაობა შეწყვიტა.
ძვირადღირებული პროექტი
გაზპრომს უკვე აქვს ევროპაში, ბალტიის ზღვის საშუალებით, მიმავალი გაზის მილსადენი პროექტი სახელად North Stream. თუმცა ევროკავშირის შეზღუდვების გამო მისი სრული წლიური, 55 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობა არაა გამოყენებული .
ამერიკის ბანკმა Merrill Lynch– მა წერილობით განაცხადა, რომ გაზპრომმა უარი უნდა თქვას ძვირადღირებული წყალქქვეშა მილების ქსელის მშენებლობაზე და უკრაინასთან კავშირი აღადგინოს.
„ჩვენ გვჯერა რომ უკეთესი გადაწყვეტილება იქნება თუ გაზპრომი ევროკაშირთან და უკრაინასთან გაერთიანდება და განავითარებს უკრაინის ამჟამინდელ ინფრასტრუქტურას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება კომერციულად უფრო მისაღებია, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ პირობებში ამ მიზნის მიღწევა რთული იქნება.“ განაცხადა ამერიკული ბანკის წარმომადგენელმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის, ისევე როგორც მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ამის მიზეზი უკრაინის კონფლიქტია. დასავლეთი რუსეთს ბრალს სდებს პრორუსული ამბოხებების დაფინანსებაში და ზრდის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის კომპანიების და წარმომადგენელი პირების წინააღმდეგ. მოსკოვი კი ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს თურქსტრიმზე მუშაობას, საიპემის ხელშეკრულების შეჩერების მიუხედავად.