ალიევის განცხადება Tanap-ის პრექტთან დაკავშირებით

ალიევის განცხადება Tanap-ის პრექტთან დაკავშირებით

ამჟმად, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ დროულად მოხდეს სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რომელიც იქნება დამაკავშირებელი საქართველოსთან და ტრანს-ანატოლიის გაზსადენის მშენებლობა (TANAP) ” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ალიევის თქმით, ამ მიზნების მიღწევა დროულად მოხდება და იმედია, რომ ტრანს ადრიატიკის (TAP) გაზსადენის პროექტში არავითარი ხელოვნური დაბრკოლებები არ წარმოიშობა.

” – აზერბაიჯანის გაზის რესურსი, მინიმუმ 100 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს. იმ შემთხვევაში, თუ TAP-ის პროექტში წარმოიქმნება პრობლემები, მაშინ ჩვენ თავისუფლად გავიტანთ გაზს თურქეთის ბაზარზე. უბრალოდ TAP-ის მონაწილეებმა უნდა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და არ შექმნან ხელოვნური პრობლემები. მომავალში, რასაკვირველია, ჩვენი სტარტეგიული მიზანი სრულიად განხორციელდება – სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარება შაჰ-დენიზის საბადოსთან ერთად”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის 45 მილიარდი აშშ დოლარის ენერგეტიკული პროექტი მოიცავს: აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზა, რომელიც დამატებით 22 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოპოვებას უზრუნველყოფს; სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა, რაც გულისხმობს ახალი მილსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და საქართველოში 2 ახალი საკომპრესორო სადგურის და 50 კმ-მდე გაზსადენის მშენებლობას; თურქეთის ტერიტორიაზე საბერძნეთის საზღვრამდე ტრანს-ანატოლიური (TANAP) გაზსადენის მშენებლობა; ტრანს-ადრიატიკული (TAP) გაზსადენების მშენებლობას თურქეთის საზღვრიდან საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიამდე.

შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განცორციელდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდას რეგიონში

Leave a Reply