Tag Archives: კახა კალაძე

ინვესტორებისთვის ჩვენი გული და კარი ღიაა

ინვესტორებისთვის ჩვენი გული და კარი ღიაა

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინვესტორებისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარი ღიაა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “თი-ბი-სი” ბანკის სათაო ოფისში განაცხადა, სადაც მან საქართველო-იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გახსნა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ენერგეტიკულ განვითარებაზე. “ენერგეტიკული მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარგი ღიაა და ...

Read More »
სტიქიის მიუხედავად ხუდონჰესის მშენებლობა გაგრძელდება

სტიქიის მიუხედავად ხუდონჰესის მშენებლობა გაგრძელდება

თბილისის სტიქიამ გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხი საზოგადოებას სულ სხვა კუთხით დაანახა. ერთმა პატარა მდინარემ დედაქალაქს და მის მოსახლეობას უზარმაზარი პრობლემა შეუქმნა და რა იქნება ხუდნჰესისა და ნამახვანჰესის შემთხვევაში? არ არის გამორიცხული, სტიქიით დამფრთხალმა ადამიანებმა ამ ენერგეტიკულ პროექტებს უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ჰესების მშენებლობის შეჩერების საფრთხეს ვერ ხედავენ. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ ...

Read More »
ხუდონჰესზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ხუდონჰესზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი შედგენილია. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, თუ რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება ამას საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს. “გადაწყვეტილება მიღებულია ხუდონის პროექტთან დაკავშირებით თუ როგორ და რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება. უახლოეს რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება ყველაფერი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხუდონის პროექტში შესაძლოა საპარტნიორო ...

Read More »
ხუდონჰესის პროექტის დეტალები 1-ლი ივლისისთვის გასაჯაროვდება

ხუდონჰესის პროექტის დეტალები 1-ლი ივლისისთვის გასაჯაროვდება

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით დეტალები 1-ლი ივლისისთვის გახდება ცნობილი. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის, ენერგეტიკის სფეროსთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია.  “ამ პროექტის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეს პროექტი განხორციელდეს. დეტალებს უახლოეს მომავალში გაიგებთ კონკრეტულ ინვესტორ კომპანიასთან ერთად. ვფიქრობ, 1-ლი ივლისისთვის უკვე ცნობილი იქნება”, – განაცხადა ...

Read More »
რატომ შემცირდა ინვესტიციები ენერგეტიკაში

რატომ შემცირდა ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წელს ენერგეტიკაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას ლარის დევალვაციას უკავშირებს. როგორც კალაძემ განაცხადა, ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. “ეს ყველაფერი გამოწვეულია ლარის დევალვაციის გამო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის გაუფასურებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა დარგში არსებულ კომპანიებს, ძირითადად, ეს არის სადისტრიბუციო კომპანიები. ფაქტობრივად, ყველა კომპანიამ, რომლებიც დღეს ბაზარზე არინ, ზარალი ...

Read More »
ურეკის გაზიფიცირება დაიწყო

დაბა ურეკის გაზიფიცირება დაიწყო

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე  – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში  გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის და სოფლების: შეკვეთილის, ქვემო ნატანების და ზემო ნატანების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. შპს „საქართველოს გაზის ...

Read More »
იბიარდი ქარის პირველი ელექტროსადგურის, ქართლის დაფინანსებას იწყებს

ქარის პირველი ელექტროსადგურის, ქართლის დაფინანსებას EBRD იწყებს

პირველი ქარის ელექტროსადურის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება. აღნიშნული სადგურის მშენებლობას სახელმწიფო, საკუთარი სახსრებით აპირებდა როგორც საპილოტე პროექტი, თუმცა “იბიარდის” ყველწლიურ ბიზნეს ფორუმზე ცნობილი გახდა, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი დააფინანსებს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო ...

Read More »
ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

დენის ტარიფის გაზრდას უკვე თბოსადგურებიც ითხოვენ. სემეკს სექტემბრამდე აქვს ვადა და ზაფხულში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები გადაწყვეტილების მიღებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით, თბოელექტორსადგურებმა სემეკს უკვე მიმართეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში შემოსული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, შპს “მტკვარი ენერგეტიკასა” და შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირიების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული ...

Read More »
კახა კალაძე ელექტროენერგიაზე ტარიფის მატებას არ გამორიცხავს

კახა კალაძე ელექტროენერგიაზე ტარიფის მატებას არ გამორიცხავს

“მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება ელექტროენერგიაზე მოხდეს მატება”, – აღნიშნულის შესახებ განცხადება, ენერგეტიკის მინისტრმა, რუსთავი ორის ეთერში გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ტარიფის მატება მოხდება მთავრობამ შესაძლოა ელექტროენერგიის სუბსიდირებაც მოახდინოს. “მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება ელექტროენერგიაზე მოხდეს მატება, იყოს გარდაუვალობა, თუმცა ამაზე იმსჯელებს მთავრობა, – ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება, უნდა შევიკრიბოთ, უნდა ვიმსჯელოთ და შესაძლებელია ამ მიმართულებით სუბსიდირება, ...

Read More »
ტარიფების გადახედვას ენერგეტიკის სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ აქვს 

ტარიფების გადახედვას ენერგეტიკის სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ აქვს 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის მატება მოხდეს, შესაძლოა, ეს გარდაუვალი იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ამაზე მთავრობა იმსჯელებს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” წამყვანის კითხვაზე, პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. “პირველ რიგში ენერგეტიკის სამინისტრო მინდა გავმიჯნო მარეგულირებელი კომისიისგან. არანაირი კავშირი არ აქვს ტარიფების გადახედვას და მასზე მუშაობას ენერგეტიკის სამინისტროსთან. რაც შეეხება ...

Read More »