Twitter Inc. ქმნის გუნდს, რათა სოციალური ქსელის ფარგლებში გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების სტრატეგია შეიმუშაოს. ახალ სტრუქტურას Twitter Crypto და მისი მიზანია, კრიპტოვალუტებიდან შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობების მოძიებაა. კომპანია აპირებს, გამოიყენოს დეცენტრალიზებული აპლიკაციები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობს და არა თავად მიკრობლოგის სერვისის სერვერის მეშვეობით, რამაც მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობა უნდა გაზარდოს. წყარო: report.ge
Read More »Tag Archives: #კრიპტოვალუტა
ნიუ-იორკის მერი: კრიპტოვალუტა სკოლებში უნდა ისწავლებოდეს
ნიუ-იორკის ახალარჩეული მერი, ერიკ ადამსი ამბობს, რომ სკოლებში კრიპტოვალუტა და მისი ტექნოლოგია უნდა ისწავლებოდეს. ის პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც იანვარში მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქალაქს კრიპტო-მეგობრულად აქცევს. “როდესაც ვსაუბრობდი ბლოკჩეინსა და ბიტკოინებზე, ქუჩაში გამვლელი ახალგაზრდები გაჩერდნენ და მკითხეს: ეს რა არის?”,- თქვა ადამსმა კვირას CNN-ის State of Union-ზე. კითხვაზე, შეეძლო თუ არა აეხსნა ბიტკოინი, მან გაიცინა და თქვა, ...
Read More »ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
კრიპტოვალუტების ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. CoinMarketCap-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა 68,530.34 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ეთერიუმის ფასი 4,837.59 აშშ დოლარამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზრის შეფასება 4%-ით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
Read More »ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ღირებულებამ 67 ათას დოლარს პირველად გადააჭარბა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები. გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულება 7.5%-ით გაიზარდა და 67,630 აშშ დოლარს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინთან ერთად რეკორდი ეთერიუმმაც დაამყარა. ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ბიტკოინზე ფართო გამოყენება ექნება.
Read More »Tesla-ს ტოკენები 6,8%-ით გაუფასურდა – მიზეზი კომპანიის მიერ აქციების 10%-ის გაყიდვაზე ინფორმაციის გავრცელება გახდა
ილონ მასკის მიერ კომპანიის აქციების 10%-ის გაყიდვის შესახებ გაკეთებული განცხადება კომპანიის აქციებზე ფასის კლებას გამოიწვევს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს. მისი მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბირჟაზე FTX-ზე Tesla-ს ტოკენები კვირას 1139 დოლარად ივაჭრებოდა, რაც 6,8%-ით ნაკლებია 5 ნოემბერს სავაჭრო სესიოს დახურვის მონაცემზე. ილონ მასკმა შაბათს Twitter-ის საკუთარ მიმდევრებს კითხვით მიმართა, ღირს თუ არა მისი კუთვნილი კომპანიის აქციების 10% გაყიდოს. შედეგად 3,5 მილიონი გამოკითხული ...
Read More »კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია
გასული დღის განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზრის შეფასება 4%-ით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ბიტკოინის ღირებულება 3,5 ათასი დოლარით გაიზარდა. მთლიანობაში, მისმა კაპიტალიზაციამ 1,2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდას ასევე შეუწყო ხელი Ethereum-ის ფასის ზრდამ. Altcoin-მა ახალი რეკორდი დაამყარა -ის ამჟამად 4,7 ათას დოლარზე მეტი ღირს. CoinGecko-ს მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ...
Read More »ნიუ-იორკის ახალარჩეულ მერს ხელფასის ბიტკოინით მიიღება სურს
ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებული ერიკ ადამსი ამბობს, რომ სურს, პირველი სამი ანაზღაურება კრიპტოვალუტით, ბიტკოინით მიიღოს, – ამის შესახებ BBC წერს. ადამსის განმარტებით, მისი განზრახვაა, ნიუ-იორკი „კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრად“ აქციოს. „ნიუ-იორკი იქნება კრიპტოვალუტისა და სხვა სწრაფად მზარდი, ინოვაციური ინდუსტრიების ცენტრი! უბრალოდ დაელოდეთ!”, – წერს ადამსი Twitter-ზე. 2009 წელს შექმნილი ბიტკოინის ღირებულება ბოლო დროს ცვალებადია.
Read More »საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, კრიპტო ბაზარი დაარეგულიროს
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეროვნული ბანკი კრიპტო ბაზრის რეგულირების თაობაზე პარლამენტისთვის და მთავრობისთვის მიმართვას გეგმავს. როგორც მან “ბიზნეს ფორმულას” განუცხადა, კრიპტო ბაზრის რეგულირება ფულის გათეთრების ნაწილში განიხილება. „დღეს ფულის გათეთრების ჩარჩო არეგულირებს ყველა რეგულირებად სუბიექტს ეროვნულ ბანკში, თუმცა ეს არ ეხება კრიპტოვალუტის გამომშვებს ან მოვაჭრეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არ შემოდის კრიპტო ვალუტები. სამომავლოდ ...
Read More »ბუნდოვანი კანონმდებლობა და ტექნიკური პრობლემები – რა აფერხებს კრიპტოვალუტის წარმოების გაფართოებას
კრიპტოვალუტის წარმოების გააქტიურებასთან ერთად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში (თიზ) მაინინგთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა. თიზ-ების წარმომადგენლების ნაწილი კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ. დეპუტატების ნაწილი კი ფინანსთა სამინისტროს თიზ-ებთან მიმართებით სუბსიდირებაში ადანაშაულებს. ფრაქცია „ლელოს” წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, კრიტპოვალუტის მომპოვებლები, რომელთაც მნიშვნელოვანი მოცულობის შემოსავლები აქვთ, თიზ-ებში საქმიანობის გამო არ იხდიან გადასახადებს, რაც პრობლემას წარმოადგენს. დეპუტატის თქმით, ეს „სუბსიდირების ტოლფასია“. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ...
Read More »Shiba Inu-მ საბაზრო ღირებულებით Dogecoin-ს გაუსწრო
Shiba Inu-ს ციფრული მონეტა საბაზრო ღირებულების მიხედვით, ყველაზე ძვირფასი ციფრული აქტივების ათეულში მოხვდა. ხუმრობის გარშემო შექმნილმა კრიპტოვალუტამ საბაზრო კაპიტალიზაციით $40 მილიარდს მიაღწია და მის მეგობარ კრიპტოვალუტას, Dogecoin-ს გადააჭარბა. გასულ კვირას ციფრული მონეტის ღირებულების გაორმაგების შემდეგ, ორშაბათს შუადღისას Shiba-ს ფასი კიდევ 10%-ით გაიზარდა. მონეტამ გასულ ოთხშაბათს უზარმაზარი 66%-იანი ზრდა აჩვენა. მისი ბოლო გრანდიოზული ზრდის პირობებში, გასულ თვეში ის დაახლოებით 900%-ით გაიზარდა. ...
Read More »