Shiba Inu-ს ციფრული მონეტა საბაზრო ღირებულების მიხედვით, ყველაზე ძვირფასი ციფრული აქტივების ათეულში მოხვდა. ხუმრობის გარშემო შექმნილმა კრიპტოვალუტამ საბაზრო კაპიტალიზაციით $40 მილიარდს მიაღწია და მის მეგობარ კრიპტოვალუტას, Dogecoin-ს გადააჭარბა.
გასულ კვირას ციფრული მონეტის ღირებულების გაორმაგების შემდეგ, ორშაბათს შუადღისას Shiba-ს ფასი კიდევ 10%-ით გაიზარდა. მონეტამ გასულ ოთხშაბათს უზარმაზარი 66%-იანი ზრდა აჩვენა.
მისი ბოლო გრანდიოზული ზრდის პირობებში, გასულ თვეში ის დაახლოებით 900%-ით გაიზარდა. Shiba-ს თითოეული მონეტა ერთი ცენტის მხოლოდ მცირე ნაწილი ღირს. მაგალითისთვის, თუ სექტემბრის ბოლოს $1000-ის ღირებულების Shiba იყიდეთ, თქვენი 20 მილიონი მონეტა ახლა დაახლოებით $9000 დოლარი ეღირება.
კრიპტოვალუტების უმეტესობის მსგავსად, Shiba ჩვეულებრივ კომერციული ტრანზაქციებისთვის არ გამოიყენება. ექსპერტებისა და ინვესტორების უმეტესობა მას მაღალი რისკის, სპეკულაციურ აქტივად მიიჩნევს. ექსპერტები კრიპტოვალუტის ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ ფრთხილად იყვნენ ანონიმური ხელმძღვანელობის აქტივში ფულის ჩადებასთან, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად ფუნქციონალურია.
წყარო: “ბიზნესფორმულა”