Tag Archives: #ნავთობკომპანიები

თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ირანს ნავთობის მოპოვების სამჯერ გაზრდა შეუძლია

ირანი მზადაა გაზარდოს ნავთობის მოპოვება თითქმის სამჯერ 6,5 მილიონ ბარელამდე/დღეში. სააგენტოს შანას ინფორმაციით, ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრის ბიჟან ნამდარ ზანგანეს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს”. მისი თქმით, თეირანს ადვილად შეუძლია მიაღწიოს წარმოების ამ მოცულობებს, მაგრამ “არსებობს ძალები, რომლებსაც ეს არ სურთ”. ზანგანემ აღნიშნა, რომ ირანის ნავთობმომპოვებელი სიმძლავრეების ზრდა “გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ ძალას”. ბლუმბერგის ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია ...

Read More »

აზერბაიჯანის ნავთობის ფასი 0.9 აშშ დოლარით გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1.29%-ით,  0.9 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 70,57 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

“ოპეკი +”-ის მინისტრთა შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ივლისში ნავთობის მოპოვების უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC–ის ქვეყნებმა უცვლელი დატოვეს არსებული შეთანხმებები ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ ივლისის თვეში მიწოდებისა და მოთხოვნილების ბალანსის შესანარჩუნებლად. “ოპეკი +”-ის მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა გუშინ,  1 ივნისს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. ”ივნისისთვის ოპეკისა და ოპეკში არშემავალი ქვეყნები ელიან საშუალო ხუთწლიან ნიშნულზე გასვლას მარაგების მიხედვით, ეს შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანია”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.  ამრიგად, ოპეკისა და ოპეკში არშემავალი ქვეყნების ...

Read More »

ნავთობის ფასი ორი წლის მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი ორი წლის მაქსიმუმზეა. შავი ოქროს ფასზე ოპეკის გადაწყვეტილებამ იმოქმედა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ნავთობმოპოვება უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ Wall Street Journal წერს. ვაჭრობის დახურვამდე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $70,25 შეადგინა. ფასი 1,3%-ითაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მაისის ვაჭრობის ფონზე საკმაოდ მაღალია. ასევე გაიზარდა ფიუჩერსული ფასი West Texas Intermediate (WTI) მარკის ნავთობზე ბარელზე 2,1%-ით $68,72-მდე, რაც 2018 წელთან შედარებით მაქსიმალური ფასია.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   1 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,25 (+  0.11) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67,72 (+ 0,14)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 1-15 მაისის თვის პერიოდში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,26 ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.89 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,97  ევროს, დიზელის საწვავი – 1,52 ევროს;პორტუგალიაში  A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,67 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი – 1,70 ევროს, დიზელის საწვავი – 1,48  ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,63 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,00  ევროს, დიზელის საწვავი – 1,49 ევროს; ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის  ბენზინი – 0,505 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,55 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი – 0,62 ევრო, დიზელის საწვავი – 0,55 ევროს. ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ: სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  – 0,62 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი 0,68 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი – 0,71 ევროს , დიზელის საწვავი – 0,64 ევროს; აზერბაიჯანში – A-92 მარკის  ბენზინი -0,482 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,60 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი – 0,68 ევროს; დიზელის საწვავი – 0,39 ევროს; უკრაინაში – A-92 მარკის  ბენზინი – 0,836 ევროს,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 0,86 ევროს, A-98  მარკის ბენზინი – 0,91 ევროს, დიზელის საწვავი – 0,81 ევროს; თურქეთში – A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 0,76 ევროს, A-98  მარკის ბენზინი – 0,82 ევროს, დიზელის საწვავი – 0,71 ევროს; ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  28 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.63 (+  0.17) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.32 (- 0.53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პირველად, 1991 წლის შემდეგ, შტატებმა ირანული ნავთობი მიიღო

1991 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად, მიმდინარე წლის მარტში, შტატებში ირანის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ საუბარია ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს მასალებში. ბოლოს ირანიდან შტატებში 64 ათასი ბარელის ექსპორტი 1991 წლის ნოემბერში განხორციელდა, ახლა კი 33 ათასი ბარელის ექსპორტი მოხდა. თებერვალთან შედარებით შტატებში ნავთობის ექსპორტი 1,8-ჯერ გაზარდა რუსეთმაც, რომელმაც 22,94 მლნ ბარელის ნავთობის ექსპორტი მოახდინა. შედეგად კი ის გადავიდა მეორე ადგილზე შტატებში ...

Read More »
მსოფლიო ბანკი ნავთობის 10 დოლარით გაიაფებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი განაახლა

მსოფლიო ბანკმა გააუმჯობესა Brent ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი 2021 წელს 44 დოლარიდან 56 დოლარამდე ბარელზე. ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება ‘ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” მიმდინარე წელს ნავთობის საშუალო ფასი იქნება 60 დოლარი/ბარელზე (წინა შეფასებით 50 დოლარი), რაც მიახლოებულია 2016 წლიდან 2019 წლამდე პერიოდის საშუალო ფასთან. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის გავრცელების შედეგად ნავთობზე მოთხოვნილება თანდათან გაიზრდება. ამ მოთხოვნილების უზრუნველყოფა მოხდება “OPEC +”-ის გარიგების ...

Read More »

აპრილში რუსეთში ნავთობის მოპოვებამ 39,8 მლნ ტონა შეადგინა

რუსეთმა აპრილის თვეში მოიპოვა 43 მილიონი ტონა ნავთობი (გაზის კონდენსატის ჩათვლით), რაც 7.3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით – რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. 2021 წლის მარტის თვესთან შედარებით მოპოვება შემცირდა 0,9%-ით. 2021 წლის 4 თვის განმავლობაში  მოპოვებულ იქნა 168.1 მილიონი ტონა ნავთობი გაზის კონდენსატის ჩათვლით, რაც 10%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით. ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატის ...

Read More »