აპრილში რუსეთში ნავთობის მოპოვებამ 39,8 მლნ ტონა შეადგინა

რუსეთმა აპრილის თვეში მოიპოვა 43 მილიონი ტონა ნავთობი (გაზის კონდენსატის ჩათვლით), რაც 7.3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით – რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

2021 წლის მარტის თვესთან შედარებით მოპოვება შემცირდა 0,9%-ით. 2021 წლის 4 თვის განმავლობაში  მოპოვებულ იქნა 168.1 მილიონი ტონა ნავთობი გაზის კონდენსატის ჩათვლით, რაც 10%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატის გარეშე შეადგინა 39.8 მლნ ტონა, რაც 9%-ით ნაკლებია 2020 წლის აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით  და 1%-ით ნაკლები 2021 წლის მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის განცხადებაში.

რუსეთს, რომელიც მონაწილეობს “OPEC +”-ის  გარიგებაში ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ (კონდენსატი არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში), აპრილის თვეში უფლება ჰქონდა გაეზარდა ნავთობის მოპოვება 130 ათასი ბარელით/დღეში მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით და მოეპოვებინა 9,379 მილიონი ბარელი/დღეში.

Leave a Reply