Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

“ოპეკი +”-ის მინისტრთა შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ივლისში ნავთობის მოპოვების უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC–ის ქვეყნებმა უცვლელი დატოვეს არსებული შეთანხმებები ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ ივლისის თვეში მიწოდებისა და მოთხოვნილების ბალანსის შესანარჩუნებლად.

“ოპეკი +”-ის მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა გუშინ,  1 ივნისს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში.

”ივნისისთვის ოპეკისა და ოპეკში არშემავალი ქვეყნები ელიან საშუალო ხუთწლიან ნიშნულზე გასვლას მარაგების მიხედვით, ეს შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანია”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.

 ამრიგად, ოპეკისა და ოპეკში არშემავალი ქვეყნების მიერ მოპოვების ზრდა ივლისის თვეში შეადგენს 441 ათას ბარელს/დღეში, ივნისში – 300 ათას ბარელს/დღეში, მაისში – ასევე 300 ათას ბარელს/დღეში.

”შედეგად, ივნისის თვის ბოლოსთვის ჩვენ მივაღწევთ მიზნობრივ დონეს, რომელიც დადგენილია გასული წლის ხელშეკრულებით”, – თქვა ალექსანდრე ნოვაკმა.

ცნობისათვის, ” ოპეკის +”-ის მინისტრთა მორიგი  მე–18 შეხვედრა დაგეგმილია 2021 წლის 1 ივლისს.

Leave a Reply