მსოფლიო ბანკი ნავთობის 10 დოლარით გაიაფებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი განაახლა

მსოფლიო ბანკმა გააუმჯობესა Brent ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი 2021 წელს 44 დოლარიდან 56 დოლარამდე ბარელზე. ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება ‘ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”

მიმდინარე წელს ნავთობის საშუალო ფასი იქნება 60 დოლარი/ბარელზე (წინა შეფასებით 50 დოლარი), რაც მიახლოებულია 2016 წლიდან 2019 წლამდე პერიოდის საშუალო ფასთან.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის გავრცელების შედეგად ნავთობზე მოთხოვნილება თანდათან გაიზრდება. ამ მოთხოვნილების უზრუნველყოფა მოხდება “OPEC +”-ის გარიგების მონაწილეების მიერ მოპოვების გაზრდის ხარჯზე.

ამასთან, ალიანსის წევრებს კვლავ ექნებათ დიდი ოდენობით მოპოვების გამოუყენებელი შესაძლებლობები, რაც შეზღუდავს ფასების შემდგომ ზრდას.

Leave a Reply