Tag Archives: #ატომური

Reuters: უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს

Reuters-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადე, რომ ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს. გენშტაბის ცნობით, ქალაქ ხერსონისა და ენერგოდარის მიმდებარე რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად, მტრის სამი საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საწყობი და სამხედროები გაანადგურეს.

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორი ინსპექტორი მუდმივად დარჩება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორი ინსპექტორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ​საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორები​ ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან და იქ არსებულ სიტუაციას აფასებენ. შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. აგვისტოს დასაწყისიდან მოსკოვი და კიევი სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია

IAEA-ს ხელმძღვანელი, რომელმაც ხუთშაბათს რამდენიმე საათი გაატარა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, პირველ შეფასებებს აკეთებს. მისი თქმით, ცხადია, რომ რამდენჯერმე დაირღვა ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა. „ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – განუცხადა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს, როდესაც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბრუნდებოდა. „ჩვენ არსად მივდივართ. ინსპექტორები იქ დარჩებიან”, – განაცხადა გროსიმ. მისი თქმით, ექსპერტები უზრუნველყოფენ მიუკერძოებელ, ნეიტრალურ, ტექნიკურად გამართულ შეფასებას იმის შესახებ, თუ რა ხდება ZNPP-ზე. „პრობლემა, ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად ყოფნას ვაპირებთ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნას განაგრძობენ. „არსად მივდივართ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ახლა ელექტროსადგურზეა. იქ დარჩენას აპირებს. ჩვენ აქ მუდმივად ყოფნას ვაპირებთ“, – აღნიშნა რაფაელ გროსიმ.

Read More »

ებრაჰიმ რაისი: ბირთვული შეთანხმება ვერ განახლდება, თუ ინსპექტორები არ შეწყვეტენ ბირთვულ ობიექტებზე გამოძიებას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოებთან ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ გაეროს ბირთვული მეთვალყურეები არ შეწყვეტს გამოძიებას ირანის ბირთვულ ობიექტებზე აღმოჩენილი ბირთვული მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით. 29 აგვისტოს, ხელისუფლებაში პირველი წლის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე, რაისიმ ასევე განაცხადა, რომ ის კვლავაც ვერ ხედავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ორივე, მომავალ თვეში გაეროს გენერალურ ...

Read More »
სერგეი ლავროვი: ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს

სერგეი ლავროვი – რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა თავიანთი ამოცანების შესრულება შეძლონ, – ამის შესახებ მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისგან ობიექტურობას ელოდება. „ჩვენ სწორედ ობიექტურობას ველოდებით, თუმცა ყველა დანარჩენს, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ ვიზიტთან, მის მზადებასთან და მისი გართულების მცდელობებთან, აშკარად არ სურს, ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობას დღეიდან შეუდგება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. საერთაშორისო ექსპერტები სააგენტოს დირექტორის რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით სადგურზე მუშაობას სავარაუდოდ დღეიდან შეუდგებიან. როგორც სასტუმროს დატოვებისას მედიასთან საუბრისას გროსმა განაცხადა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განიხილავს ზაპოროჟიეს სადგურზე მუდმივმოქმედი წარმომადგენლების ყოლის შესაძლებლობას, რაც სპეციალისტებს იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგულარული, საიმედო, მიუკერძოებელი მონაცემების მიღების საშუალებას მისცემს. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაქვს შესასრულებელი. როგორც იცით, ...

Read More »

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის ვიზიტს საფრთხეს უქმნის

რუსეთის არმიის ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის ვიზიტს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „თავისი ვალდებულებების დარღვევით, რუსეთის არმია მძიმე შეიარაღებიდან ბომბავს დერეფანს, რომლის გავლითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიედან ატომურ სადგურამდე უნდა მივიდეს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს საშიში პროვოკაციები და უზრუნველყოს საერთაშორისო ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი: რუსეთი აგრძელებს ატომური ელექტრო სადგურის უსაფრთხოებით თამაშს

ჩვენ უნდა ვიფიქროთ რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე, თუ როგორ მოვიქცევით მასთან უკრაინის ომის შემდეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში  ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ატომური ელექტრო სადგურის უსაფრთხოებით თამაშს აგრძელებს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება და რუსეთზე ზეწოლა, რადგან ამ ომის ზეგავლენა მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. განხილვის საკითხად რჩება ვიზების თემა. ამ საკითხზე ჩვენს ...

Read More »

ზაპოროჟიეს საოკუპაციო რეჟიმმა IAEA-ს მისიისთვის სპეციალური საშვი არ გასცა

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ „დანიშნულმა“ ოფიციალურმა პირმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ IAEA-ს დელეგაცია უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა იმყოფება. „მისია რიგში დადგება ზაპოროჟიეს „რეგიონის გათავისუფლებულ ნაწილამდე მისასვლელად (ასე უწოდებენ რუსი სამხედროები მათ მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას)“, – ამბობს ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მიერ „დანიშნული“ ოფიციალური პირი.

Read More »