ჩვენ უნდა ვიფიქროთ რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე, თუ როგორ მოვიქცევით მასთან უკრაინის ომის შემდეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ატომური ელექტრო სადგურის უსაფრთხოებით თამაშს აგრძელებს.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება და რუსეთზე ზეწოლა, რადგან ამ ომის ზეგავლენა მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. განხილვის საკითხად რჩება ვიზების თემა. ამ საკითხზე ჩვენს წევრ სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ არ არის ერთიანობა. ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ უნდა გავიხლიჩოთ და ერთიანი უნდა ვიყოთ. საქმე ეხება ხალხებს შორის ურთიერთობას. რუსებსა და ევროპელებს შორის.
ამ ომს გავლენა აქვს აფრიკაზე და სამხედრო კონფლიქტის შედეგად ვდგავართ ენერგოკრიზისის პრობლემასთანაც. შეხედეთ გაზის ფასს, რა ხდება. სურსათისა და ენერგოკრიზისი ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე, თუ როგორ მოვიქცევით მასთან უკრაინის ომის შემდეგ. იმის გათვალისწინებით რაც ხდება, პუტინის რუსეთთან ძალიან რთული ურთიერთობა გვექნება. რუსეთი აგრძელებს ატომური ელექტრო სადგურის უსაფრთხოებით თამაშს.
ჩვენ ვითხოვთ ამ ადგილის დაუყოვნებლივ დემილიტარიზაციას. ეს ევროპის ყველაზე დიდი ატომური სადგურია და ჩვენ ომით ვერ ვითამაშებთ“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში.