ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნას განაგრძობენ.
„არსად მივდივართ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ახლა ელექტროსადგურზეა. იქ დარჩენას აპირებს. ჩვენ აქ მუდმივად ყოფნას ვაპირებთ“, – აღნიშნა რაფაელ გროსიმ.