ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია

IAEA-ს ხელმძღვანელი, რომელმაც ხუთშაბათს რამდენიმე საათი გაატარა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, პირველ შეფასებებს აკეთებს. მისი თქმით, ცხადია, რომ რამდენჯერმე დაირღვა ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა.

„ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – განუცხადა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს, როდესაც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბრუნდებოდა.

„ჩვენ არსად მივდივართ. ინსპექტორები იქ დარჩებიან”, – განაცხადა გროსიმ.

მისი თქმით, ექსპერტები უზრუნველყოფენ მიუკერძოებელ, ნეიტრალურ, ტექნიკურად გამართულ შეფასებას იმის შესახებ, თუ რა ხდება ZNPP-ზე.

„პრობლემა, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაა, რამაც შესაძლოა, ქარხანა დააზიანოს და რადიაციული დაბინძურების გაჟონვა გამოიწვიოს.

გროსის თქმით, ის შეესწრო სროლებს.

„იყო მომენტები, როცა აშკარა იყო, რომ ისროდნენ: ტყვიამფრქვევი… ნაღმტყორცნები. ორჯერ ან სამჯერ, ეს მართლაც ძალიან შემაშფოთებელი იყო, მე ვიტყოდი, ყველა ჩვენგანისთვის”, – განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა.

Leave a Reply