ებრაჰიმ რაისი: ბირთვული შეთანხმება ვერ განახლდება, თუ ინსპექტორები არ შეწყვეტენ ბირთვულ ობიექტებზე გამოძიებას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოებთან ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ გაეროს ბირთვული მეთვალყურეები არ შეწყვეტს გამოძიებას ირანის ბირთვულ ობიექტებზე აღმოჩენილი ბირთვული მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით.

29 აგვისტოს, ხელისუფლებაში პირველი წლის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე, რაისიმ ასევე განაცხადა, რომ ის კვლავაც ვერ ხედავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ორივე, მომავალ თვეში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იქნებიან.

“უსაფრთხოების გარანტიის“ საკითხის მოგვარების გარეშე, [ბირთვული პაქტის განახლების] შეთანხმებაზე საუბარს აზრი არ აქვს”, განაცხადა რაისიმ. “უსაფრთხოების გარანტიის” საკითხი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) უწოდა ბირთვული მასალების კვალს ირანის ბირთვულ ობიექტებზე.

რაისიმ 2021 წლის აგვისტოს არჩევნებში გამარჯვების შედეგად შეცვალა იქამდე ორი საპრეზიდენტო ვადით მყოფი პრეზიდენტი, ჰასან როჰანი. მისი არჩევის შემდეგ, კითხვაზე – შეხვდებოდა თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც შეცვალა დონალდ ტრამპი, რომელმაც ცალმხრივად გამოიყვანა თავისი ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან, რაისიმ უბრალოდ უპასუხა: “არა”.

29 აგვისტოს, იგივე კითხვაზე, რაისიმ რამდენიმე სიტყვა დაამატა თავის პასუხს, თუმცა აზრი იგივე იყო.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply