Mastercard-მა შესაძლოა გარკვეული ოპერაციები კრიპტოვალუტითაც შეასრულოს. ამის შესახებ კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. „წლის ბოლომდე მხარს დავუჭერთ ჩვენს ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას“, – აღნიშნა რაჯ დამოდარანმა. მანამდე კრიპტოვალუტაზე ავტომობილების გაყიდვას კომპანია Tesla დათანხმდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ Tesla ბიტკოინებში 1,5-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს.
Read More »