Tag Archives: #ენკა

“ჰესის ზეგავლენა ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გამორიცხულია”

ენგურჰესი ნამახვანჰესზე რამდენჯერმე დიდია თავისი სარკის ფართობით და ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმალური გავლენა რამდენიმე ასეული მეტრით არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ზეგავლენა სრულიად გამორიცხულია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ არის განხილული მიკროზონების საკითხი. კომპანია „ტერაკლიმა“ აკეთებდა დეტალურ შეფასებებს, რომლებიც ემყარება მრავალწლიან დაკვირვებებს. ეს დაკვირვებები წარმოებდა ენგურჰესის ...

Read More »

დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

ხელშეკრულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არის გამოქვეყნებული და ნებისმიერ მართლა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა რომ ელექტრონულად წაიკითხოს და ზუსტად გაეცნოს თუ რა წერია შიგნით, – ამის შესახებ ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ სარგებელზეც ისაუბრა, რასაც პროექტი რიონის ხეობის მოსახლეობას მოუტანს. „შეიქმნა რიონის ხეობის განვითარების ფონდი. 5 მილიონი ლარის ფონდი არის, რომელშიც პარიტეტულად შემოდის როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულებაც არის ...

Read More »

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი აღმართა

გუმათში, გუმათჰესთან პოლიციამ ღამით რკინის ბარიერებით კედელი აღმართა – ამ ადგილას წინა დღეებში ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები პოლიციის ცოცხალი ძალის წინ იდგდნენ და მათ თხოვდნენ გადაადგილების უფლების მიცემას. უფლებადამცველი ორგანიზაციები რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას უფლებების დარღვევად მიიჩნევენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის, ეკონომიკის მინისტრმა კი 13 აპრილს რიონის ხეობაში გადაადგილების და პროტესტის უფლების შეზღუდვაზე საუბარს “ანგაჟირება” უწოდა. აქციის ...

Read More »

მერაბ ლომინაძე: კითხვები თუ არის გარემოს დაცვაზე, სეისმოლოგიაზე, სოციალურ პაკეტზე, ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან

„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგზე იწვევს. „თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან. მაგრამ, მათ დღის წესრიგში თუ არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ ...

Read More »

“თურნავასთან დიალოგის სივრცე ჩვენ არ გვრჩება, პრემიერის ჩართვას ვითხოვთ”

“ნამახვან ჰესის” პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძე “ტვ პირველის” ეთერის საშუალებით რიონის ხეობის მცველებს დიალოგს სთავაზობს. მის ამ განცხადებას გადაცემაში მყოფიო რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა, რომელიც ამბობს: “ჩვენი კითხვების ადრესატი პირველ რიგში არის სამინისტრო, ვგულისხმობ თურნავას უწყებას. ამ განხილვის პრეცენდენტი უნდა შექმნილიყო ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობაში, სადაც მათ შორის ამ ხელშეკრულებაზე მომუშავე ხალხიც იყვნენ მოსულები და გადაწყვეტილების მიმღები მინისტრი, ვინც ხელს აწერს ...

Read More »

მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს: დავსხდეთ და გავისაუბროთ ყველაფერზე, რაც გაწუხებთ

მან აღნიშნული შეთავაზება გააკეთა რიონის ხეობის მცველ ვარლამ გოლეთიანის მისამართით გააკეთა და მას ასე მიმართა: “მე ნამდვილად მინდა, რომ დავსხდეთ და გავისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც გაწუხებთ. თუ მე ვერ გაგცემ პასუხს, საჯაროდ გპირდები, რომ წავალ და იმ ხალხს მოვიძიებ, ვინც შენ გაგცემს პასუხს. მზად ვარ, რომ ნებისმიერ დროს დავიწყოთ ეს პროცესი. აუცილებელი იქნება იმ ხალხის მოხმობაც, ვინც ჩვენზე უკეთ ერკვევიან ...

Read More »

“უახლოეს დღეებში შევხვდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს „ნამახვანიჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში”

ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან შეხვედრებს გავმართავთ, რომელზეც არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ მთავრობის მოთხოვნით, სახელმწიფოს საკმაოდ ვრცელი სია გადასცა და ყველა იმ ...

Read More »

„ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. „უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით ...

Read More »

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლეს

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კომპანია „ენკას“ ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი მიზანი არ არის დესტრუქციული ქმედებები და აღნიშნა, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, კითხვები აქვთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, რომელსაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. „თუ აქციის რომელიმე მონაწილე შეეცდება კომპანიის ოფისზე თავდასხმას, ეს ქმედება განხორციელებული იქნება აქციის ორგანიზატორების ნების საწინააღმდეგოდ. თუ ...

Read More »

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების თქმით, სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვენ, რათა გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი. მათ სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამართალდამცველებმა მათი შეკავება მოახერხეს. „ჩვენი მოთხოვნები ლეგიტიმურია. ვითხოვთ, სახელმწიფო მოსახლეობასთან იყოს დიალოგის რეჟიმში, სადაც მოხდება არსებული ყველა კითხვის განხილვა. მშვიდობიანი მოსახლეობა გადავაადგილდებით ნამახვანის მიმართულებით. ...

Read More »