Tag Archives: #ელექტროენერგია

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გაიაფდა

თებერვლის თვეში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია კიდევ უფრო გაიაფდა. ამის შესახებ იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა ტელეკომპანია „პალიტრის“   გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, თუკი „ესკომ“ (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) „ელგრინისგან“ იანვარში  ელექტროენერგია შეისყიდა 3,9/3,9/5,4, ცენტად (ღამე/უქმე/დღე), თებერვალში ტარიფი კიდევ უფრო გაიაფდა და შეადგინა სტაბილური ფასი – 4,4 /4,4/4,4. აღსანიშნია, რომ თებერვლის შესყიდვამდე გადაწყვეტილების მიღებისას „ესკო“ ასევე ...

Read More »

Rolls-Royce საჰაერო ტაქსის სტარტაპთან ითანამშრომლებს

Rolls-Royce-მა ურბანული საჰაერო მობილობის ბაზარზე თავის პირველი გარიგება დადო. ბრიტანული ძრავის მწარმოებელი ოთხ მზავრიანი თვითმფრინავისთვის ელექტრული სისტემის მიწოდებას უზრუნველყოფს. თვითმფრინავი ასევე ბრიტანული სტარტაპის, Vertical Aerospace-ის მიერ მზადდება, რომლის სერტიფიცირება 2024 წლისთვის იგეგმება. Rolls-Royce-ის ეს ნაბიჯი პანდემიის პირობებში გაყიდვების შემცირებას უკავშირდება. კომპანია შემოსავლების ახალი ნაკადის შექმნას ცდილობს, რომელიც მისი ტრადიციული ფართოკაბიანიანი თვითმფრინავების ბიზნესის დანაკლისს შეავსებს. როგორც აღმასრულებელი დირექტორი უორენ ისთი აცხადებს, მცირე ზომის ...

Read More »

რას გულისხმობდა ეკონომიკის მართვის რუსული მოდელი – კითხვები, რომლებსაც გიორგი ქობულია არ პასუხობს

რამდენიმე დღის წინ “აიპრესმა” საქართველოში რუსული ენერგეტიკული ლობის შესახებ  ჟურნალისტური მოკვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. მოკვლევაში ვრცელი ნაწილი ეთმობა ეკონომიკის ექსმინისტრის გიორგი ქობულიას დამოკიდებულებას საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. კერძოდ, ქობულიას საჯარო განცხადებებიდან  გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ ელექტროენერგიაზე ფასები მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს და ეს უნდა გვარდებოდეს სახელმწიფო კომპანიების მიერ. ამასთან, წლების წინ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრობამდე პერიოდში, როდესაც იგი ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანია  McKinsey-ის რუსეთის ...

Read More »

WEG: “ჰესების რეაბილიტაცია გენერაციის ალტერნატივად ვერ გამოდგება”

ჰესების გარშემო მიმდინარე დისკუსიაში ახალი სადგურების ერთერთ ალტერნატივად ხშირად არსებული ჰესების რეაბილიტაცია განიხილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს საკუთარ facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “აქცენტი კეთდება ჰესების არაეფექტური მუშაობის გამოსწორებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგიის მიღების შესაძლებლობაზე. ამ შესაძლებლობის შეფასებისთვის, ქვემოთ მოგვყავს საქართველოში მოქმედი საშუალო და დიდი ჰესების საპროექტო და ფაქტიური გამომუშავების მონაცემები. მონაცემებიდან ჩანს, რომ საშუალო ნალექიან წლებში, ...

Read More »

თებერვალში ელექტროენერგიის 61% იმპორტით შეივსო

თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობამ 35.5 მლნ ლარი შეადგინა. ესკოს მონაცემებით, თებერვალში ესკო-ს მეშვეობით შესყიდული (გაყიდული) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა 227 159 981,3 კვტ.სთ იყო, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 21%-ია. საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 1 კვტ.სთ-ზე 15,637 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 12.304 თეთრი. საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან ...

Read More »

როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ, თანაც საკმაოდ ძვირად და რატომ უძვირდება დენი მოსახლეობას? იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, შეიძლება ელექტროენერგიის ...

Read More »

სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი შეფასება კომუნალური კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებებზე. სემეკში ყოველკვირეულად ტარდება საჯარო სხდომები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კომისია განიხილავს მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. სადავო საკითხები, ძირითადად, ...

Read More »

დააფინანსებენ თუ არა “ნენსკრაჰესს” – EBRD-ის, ADB-ისა და EIB-ის პასუხები

საქართველოს ენერგეტიკაში “ნენსკრაჰესის” $1-მილიარდიანი პროექტი ერთ-ერთი უმსხვილესია. თავდაპირველად პროექტის დასრულების თარიღად 2020 წელი განიხილებოდა, თუმცა იმის გამო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შესაბამისი პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი პროტესტიც არსებობს, სადგურის დასრულების სავარაუდო თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია. ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2020 წელს საჩივრის ორწლიანი განხილვა დაასრულა და მიღებული  გადაწყვეტილებით აღნიშნა, რომ პროექტი EBRD-ის გარემოსდაცვითი ...

Read More »

“ჰესების მშენებლობას არ აქვს უარყოფითი ზეგავლენა ან კავშირი მყინვარების დნობასთან”

“ჰესების მშენებლობას ან ჰესებზე ელექტროენერგიის წარმოების პროცესს არ აქვს არავითარი უარყოფითი ზეგავლენა ან კავშირი მყინვარების დნობასთან”, – ამის შესახებ ენერგეტიკოსი გიორგი აბრამიშვილი თავის Facebook გვერდზე წერს. “მინდა გამოვეხმაურო საზოგადოებაში გავრცელებულ კიდევ ერთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გლობალური დათბობის გამო, მდინარეებში მოიკლო წყალმა და ამ მიზეზით, მსოფლიო მასშტაბით, ჰესების მშენებლობა შეჩერებულია. ეს მოსაზრება განგებ არასწორადაა ფორმულირებული და ორმაგად საფრთხის შემხველია იმის ...

Read More »
პროექტი „ჯვარი-ხორგა“ ელექტროსისტემის ავტონომიურობას გაზრდის

“აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტი კონკურენტული ფასების გამო ყველაზე ხელსაყრელია”

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და 700 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მკვეთრი მატება, ძირითადად ენგურჰესის გაჩერებამ განაპირობა. “ესკოს” (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მონაცემებით, ელექტროენერგიის ძირითადი მომწოდებლები აზერბაიჯანი და რუსეთი არიან, – ამის საკითხზე ანდრია გვიდიანი საუბრობს. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვა ფასების გამო აზერბაიჯანიდან გაცილებით ხელსაყრელია. „ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის შესყიდვა სხვა მომწოდებლებთან შედარებით, ...

Read More »