Rolls-Royce საჰაერო ტაქსის სტარტაპთან ითანამშრომლებს

Rolls-Royce-მა ურბანული საჰაერო მობილობის ბაზარზე თავის პირველი გარიგება დადო.

ბრიტანული ძრავის მწარმოებელი ოთხ მზავრიანი თვითმფრინავისთვის ელექტრული სისტემის მიწოდებას უზრუნველყოფს. თვითმფრინავი ასევე ბრიტანული სტარტაპის, Vertical Aerospace-ის მიერ მზადდება, რომლის სერტიფიცირება 2024 წლისთვის იგეგმება.

Rolls-Royce-ის ეს ნაბიჯი პანდემიის პირობებში გაყიდვების შემცირებას უკავშირდება. კომპანია შემოსავლების ახალი ნაკადის შექმნას ცდილობს, რომელიც მისი ტრადიციული ფართოკაბიანიანი თვითმფრინავების ბიზნესის დანაკლისს შეავსებს. როგორც აღმასრულებელი დირექტორი უორენ ისთი აცხადებს, მცირე ზომის ავიახაზების ბაზარზე დაბრუნების პარალელურად, მწვანე ენერგიაში გაზრდილი ინვესტიციები ამ სტრატეგიის ნაწილი იქნება.

Vertical Aerospace საჰაერო ტაქსების ბაზარზე ერთ-ერთი უზარმაზარი კომპანიაა. ამ ტიპის საჰაერო ტრანსპორტს, მცირე ზომის გამო, საწვავის ნაცვლად ბატარეებზე შეუძლია ფუნქციონირება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ პროექტზე გერმანიაში, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ში Rolls-Royce- ის 150-მდე ინჟინერი იმუშავებს.

Leave a Reply