Tag Archives: #ატომური

IAEA-ს გენერალური დირექტორი კიევში ჩავა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა, რათა ქვეყნის ყველა ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ექსპერტების მუდმივი ყოფნა უზრუნველყოს. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. IAEA-ს უკვე ჰყავს 4-მდე ექსპერტი უკრაინის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე, ზაპოროჟიეში, ხოლო ორკაციანი გუნდი ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე უახლოეს დღეებში განთავსდება.

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

შვედეთი ატომური ენერგიის წარმოების ზრდის მიზნით კანონმდებლობას ცვლის

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, მზადდება ახალი კანონპროექტი, რომელიც შვედეთში დამატებითი ატომური სადგურების აშენებას გახდის შესაძლებელს. მისივე თქმით, შვედეთი ელექტროენერგიის წარმოების გაზრდასა და მისი გამომუშავების სანდო, სტაბილური წყაროს უზრუნველყოფას ცდილობს. “აშკარაა, რომ ჩვენ ელექტროენერგიის წარმოების ზრდა გვესაჭიროება. ამიტომ ვცვლით კანონმდებლობას, რათა მეტ ადგილას, მეტი ატომური სადგურის აშენება შევძლოთ”. – თქვა კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე. მემარჯვენე პარტიის წარმომადგენელმა, ულფ კრისტერსონმა ატომური ენერგიის წარმოების ზრდა ...

Read More »

პეტრო კოტინი: უკრაინას სურს გაერო-მ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რუსეთთან შეთანხმების გარეშეც კი, მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს, რათა ბირთვულ ობიექტზე უსაფრთხოების ზონა შექმნან

უკრაინას სურს გაერომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რუსეთთან შეთანხმების გარეშეც კი, მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს, რათა ბირთვულ ობიექტზე უსაფრთხოების ზონა შექმნან, – ამის შესახებ უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა, პეტრო კოტინმა განაცხადა. უკრაინა გაეროს ზაპოროჟიეს ბირთვულ ობიექტზე მშვიდობისმყოფელების გაგზავნისკენ სექტემბრიდან მოუწოდებს. შეგახსენებთ, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაამყარა. წყარო: interpressnews.ge

Read More »

რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. როგორც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი აცხადებს, რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი ასევე ჩაირთო დონეცკის, ხარკოვის, პოლტავსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

Read More »

შვედეთის პრემიერ-მინისტრი: შვედეთმა სულ მცირე ორი ატომური რეაქტორი უნდა იყიდოს

ასეთი განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის წინ პრესასთან გააკეთა. საფრანგეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც აწარმოებენ ბირთვულ რეაქტორებს. შვედეთსა და საფრანგეთს მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობა უნდა ჰქონდეთ ბირთვული ენერგიის საკითხებში. „შვედეთმა უნდა იყიდოს მინიმუმ ორი ატომური რეაქტორი და მე სრულად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საფრანგეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც  შვედეთს მეტი ბირთვული ენერგიის მიღების ...

Read More »

რუსეთში, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა

როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე 31 დეკემბერს, მე-3 ბლოკში ხანძარი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ზოგიერთ ქალაქში აფეთქებების შესახებ. ტელეგრამის არხი “მსოფლიო კონფლიქტები 18+” წერს, რომ აფეთქებებია ბელგოროდის რეგიონში. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ომსკში აფეთქებების შესახებ. ომსკში მომხდარი აფეთქების შესახებ ტელეგრამის არხმა “ვერტიკალმა” გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა ასევე წერს, რომ აფეთქებაა ვორონეჟში.  

Read More »

2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა

2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა, ევროკავშირში ბირთვული ენერგიის მწარმოებელმა დანარჩენმა 12-მა ქვეყანამ – 48%-ი. ინფორმაციას ევროსტატი აქვეყნებს. 2021 წელს, ევროკავშირის ატომური ელექტროენერგიის მწარმოებელმა 13-მა ქვეყანამ 731 701 გვატ.სთ ბირთვული ელექტროენერგია აწარმოვა. ეს ციფრი 2020 წლის მონაცემებს 7%-ით აღემატება. ევროსტატის მონაცემებით, 2021 წელს ატომური ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებლები იყვნენ: საფრანგეთი, რომელმაც ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის წარმოების 52%, 379 ...

Read More »

ბილ გეიტსის დაფინანსებული ბირთვული რეაქტორის გამოცდა 2 წლით გადაიდო — მიზეზი რუსეთზე დამოკიდებულებაა

TerraPower, კომპანია რომელსაც ბილ გეიტსი მხარს აქტიურად უჭერდა, განვითარებულ ბირთვულ რეაქტორს სულ მცირე, ორი წლის დაგვიანებით შექმნის. ეს შედეგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დადგა, რამაც აგრესორ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირების შეწყვეტა გამოიწვია. კომპანია თავისი პირველი რეაქტორის, Natrium-ის, ამუშავებას 2028 წელს, ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში აპირებდა. რუსეთი — HALEU საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი “TerraPower-მა წარადგინა გეგმა, რომელიც პირველადი დატვირთვისთვის HALEU-ს (high-assay low-enriched uranium) ...

Read More »

პუტინის მოკავშირემ უკრაინაში მოინახულა რუსების მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ელექტროსადგური

რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოკავშირემ მოინახულა რუსეთის მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს სამხრეთ უკრაინაში – რეგიონში, რომელიც, მოსკოვის განცხადებით, მის მიერაა ანექსირებული. ვიზიტის შესახებ ცნობას ავრცელებს რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი. სერგეი კირიენკომ – კრემლის წარმომადგენელმა, რომელსაც ეხება რუსეთის საშინაო პოლიტიკის ხელმძღვანელობა და რომელიც უწინ რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის დირექტორი იყო – ვიზიტისას განიხილა ...

Read More »

აშშ-ის წარგზავნილი ირანში: ბირთვული შეთანხმება არ მომკვდარა, მაგრამ თეირანი ჩანს, შეთანხმებისთვის არ არის მზად

აშშ-ის წარგზავნილმა ირანში რობერტ მალიმ განაცხადა, რომ ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენის თაობაზე მიღწეული მორიგება არ მომკვდარა, მაგრამ ვაშინგტონი სკეპტიკურადაა განწყობილი, „არის თუ არა მზად და შეუძლია თუ არა“ ირანს შეთანხმების მიღწევა მას მერე, რაც უარი თქვა მორიგებაზე და შემდეგ მოსკოვს დაუჭირა მხარი უკრაინასთან ომში. რობერტ მალიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 22 დეკემბერს უთხრა, რომ სექტემბერში მოლაპარაკებამ ...

Read More »