2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა

2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა, ევროკავშირში ბირთვული ენერგიის მწარმოებელმა დანარჩენმა 12-მა ქვეყანამ – 48%-ი. ინფორმაციას ევროსტატი აქვეყნებს.

2021 წელს, ევროკავშირის ატომური ელექტროენერგიის მწარმოებელმა 13-მა ქვეყანამ 731 701 გვატ.სთ ბირთვული ელექტროენერგია აწარმოვა. ეს ციფრი 2020 წლის მონაცემებს 7%-ით აღემატება.

ევროსტატის მონაცემებით, 2021 წელს ატომური ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებლები იყვნენ: საფრანგეთი, რომელმაც ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის წარმოების 52%, 379 361 გვტ.სთ აწარმოვა, გერმანია – 9%-ით (69 130 გვტ.სთ), ესპანეთი – 8%-ით (56 564 გვტ.სთ), შვედეთი – 7%-ით, (52 965 გვტ.სთ), ბელგია – 7%-ით (50 326 გვტ.სთ).

წყარო: commersant.ge

Leave a Reply