რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოკავშირემ მოინახულა რუსეთის მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს სამხრეთ უკრაინაში – რეგიონში, რომელიც, მოსკოვის განცხადებით, მის მიერაა ანექსირებული. ვიზიტის შესახებ ცნობას ავრცელებს რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი.
სერგეი კირიენკომ – კრემლის წარმომადგენელმა, რომელსაც ეხება რუსეთის საშინაო პოლიტიკის ხელმძღვანელობა და რომელიც უწინ რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის დირექტორი იყო – ვიზიტისას განიხილა სადგურის უსაფრთხოების საკითხები, აცხადებს რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი, ვლადიმირ როგოვი.
“სერგეი კირიენკომ მოინახულა ბირთვული ელექტროსადგური – მან შეამოწმა ობიექტის უსაფრთხოება და როსატომის თანამშრომლების სამუშაო პირობები” – წერს როგოვი ტელეგრამით.
როგოვი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ასახულია ელექტროსადგურთან მდგომი როგოვი. ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურს 500-მდე კილომეტრი აშორებს ჩერნობილიდან, სადაც 1986 წელს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ატომური კატასტროფა მოხდა.
რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს სადგურზე კონტროლი მარტის დასაწყისში დაამყარეს, თებერვალში უკრაინაში შეჭრიდან მალევე. სადგური ფრონტის ხაზთან ახლოს რჩება, ბოლო თვეებში ის რამდენჯერმე დაექვემდებარა სროლას, რაშიც კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ობიექტს იცავენ რუსული სამხედრო დანაყოფები, ადგილზე იმყოფებიან ატომური ენერგიის რუსი სპეციალისტები. სადგურს კვლავ უკრაინელი თანამშრომლები ამუშავებენ.
გაეროს ატომური სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი გამოდის წინადადებით სადგურის გარშემო შეიქმნას ბირთვული უსაფრთხოების ზონა.
წყარო: radiotavisupleba.ge