ასეთი განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის წინ პრესასთან გააკეთა.
საფრანგეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც აწარმოებენ ბირთვულ რეაქტორებს. შვედეთსა და საფრანგეთს მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობა უნდა ჰქონდეთ ბირთვული ენერგიის საკითხებში.
„შვედეთმა უნდა იყიდოს მინიმუმ ორი ატომური რეაქტორი და მე სრულად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საფრანგეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც შვედეთს მეტი ბირთვული ენერგიის მიღების გარანტიას აძლევს “, – განუცხადა ულფ კრისტერსონმა Aftonbladet-ის კორესპენდენტ იოჰანა ფრანდენს.
წყარო: ipress.ge