როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე 31 დეკემბერს, მე-3 ბლოკში ხანძარი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ზოგიერთ ქალაქში აფეთქებების შესახებ. ტელეგრამის არხი “მსოფლიო კონფლიქტები 18+” წერს, რომ აფეთქებებია ბელგოროდის რეგიონში.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ომსკში აფეთქებების შესახებ.
ომსკში მომხდარი აფეთქების შესახებ ტელეგრამის არხმა “ვერტიკალმა” გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა ასევე წერს, რომ აფეთქებაა ვორონეჟში.