Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ჯო ბაიდენის განცხადებით, ნავთობკომპანიები საწვავის საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობას მოგების სახით ჯიბეში იდებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფედერალურ სავაჭრო კომისიას სთხოვა, განეხილა, იწვევს თუ არა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში პოტენციურად უკანონო და ანტიკონკურენტული ქცევა მომხმარებლებისთვის უფრო მაღალ ფასებს. „სინამდვილეში, საწვავის საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობა წარსულის საშუალო მაჩვენებლებს რომ შეესაბამებოდეს, ამერიკელები ახლა, სულ მცირე, 25 ცენტით ნაკლებს გადაიხდიდნენ. ამის ნაცვლად, კომპანიები სხვაობას ჯიბეში იდებენ მოგების სახით. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა აშშ-ის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2021 წლის 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.10 (- 0,49%)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.10 (- 0,04%)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრი ოპეკის გადაწყვეტილებას ნავთობის მიწოდების “არგაზრდაზე” გამოეხმაურა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ ალ-მაზრუეი გამოვიდა  ოპეკისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილების მხარდაჭერით ნავთობის მიწოდების “არგაზრდასთან” დაკავშირებით. „მოვუწოდებ ხალხს, დამშვიდდნენ და გვენდონ“, – განაცხადა მან. მინისტრმა აქვე დასძინა, რომ EIA 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ჭარბ რაოდენობას პროგნოზირებს. მან აღნიშნა, რომ თუ “OPEC +”-ის ამჟამინდელი გეგმა მოპოვების 400 000 ბარელით გაზრდის შესახებ გამოიწვევს ჭარბ ოდენობას, მაშინ ...

Read More »
მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

ბოლო ათ თვეში, საქართველომ 651.9 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 418.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 812.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 705.2 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ათ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორრთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.24 (+ 0,96)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.01 (+ 0,65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვებას ზრდის

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) 704,4 ათასი ბარელი შეადგინა. აქედან 585,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი იყო, ხოლო 118,5 ათასი ბარელი – კონდენსატი. ააღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. რაც შეეხება წინა საანგარიშო თვეს, სექტემბერში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვებამ 586,2 ათასი ბარელი შეადგინა. OPEC + მინისტრების მე-20 შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 433,003 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 0,71 მილიონი ბარელით  და შეადგინა  211,996 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,82 მილიონი ბარელით და შეადგინა  123,685 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიდან 174 მილიონი ბარელი ნავთობი ტრანსპორტირდა

მიმდინარე წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა Botas International Limited (BIL) ჯეიჰანის ტერმინალიდან 174,220 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაგზავნა. მოცემული პერიოდისთვის ჯეიჰანის პორტიდან 4901 ტანკერი, მთლიანობაში 3 მილიარდ 745,2 მილიონი ბარელი ნავთობით არის გადაზიდული. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. შეგახსენებთ, რომ BTC Co–ს აქციონერები არიან:  bp (30.10%); AzBTC (25.00%); MOL (8.90%); Equinor ...

Read More »
ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 27 დოლარს ჩამოსცდა

მსოფლიო ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული დიდხანს იქნება – BP-ის აღმასრულებელი დირექტორი

ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანიის BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლონი პროგნოზირებს, რომ ნავთობი და გაზი, გლობალური ენერგეტიკული სისტემის ნაწილი კიდევ მრავალი წლის და ათწლეულების განმავლობაში იქნება. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს. ბერნარდ ლონიმ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა ყურადღება  მავნე გამონაბოლქვის შემცირებაზე გაამახვილონ და არა იდეოლოგიურ პოზიციებზე. ის ასევე საჭიროდ მიიჩნევს მომხმარებლისთვის საწვავის გაძვირების პრევენციას. ”შეიძლება არ იყოს პოპულარული იმის თქმა, რომ ნავთობი და გაზი დარჩება ქსელში მომდევნო ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ნავთობსადენი აფეთქდა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურა გახდა. „შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ნავთობით მდიდარი ხუზისტანის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ბიძგები იგრძნობოდა.

Read More »