“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ ალ-მაზრუეი გამოვიდა ოპეკისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილების მხარდაჭერით ნავთობის მიწოდების “არგაზრდასთან” დაკავშირებით.
„მოვუწოდებ ხალხს, დამშვიდდნენ და გვენდონ“, – განაცხადა მან.
მინისტრმა აქვე დასძინა, რომ EIA 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ჭარბ რაოდენობას პროგნოზირებს.
მან აღნიშნა, რომ თუ “OPEC +”-ის ამჟამინდელი გეგმა მოპოვების 400 000 ბარელით გაზრდის შესახებ გამოიწვევს ჭარბ ოდენობას, მაშინ ალიანსმა არ უნდა შეცვალოს გეგმა და არ უნდა გაზარდოს ნავთობის მოპოვება დიდი რაოდენობით.