მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 418.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 812.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 705.2 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ათ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 706.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 651.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 564.8 მლნ. აშშ დოლარით.