Tag Archives: #რუსეთი

მოსკოვი: წინსვლა მიღწეულია ატომური ენერგეტიკის სააგენტოსთან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თაობაზე

რუსეთი იტყობინება, რომ მოსკოვში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის ვიზიტის დროს მიღწეულია წინსვლა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის საკითხზე. გერმანიის რადიოს ცნობით, რომელიც ეყრდნობა რუსეთის ატომური უწყების, “როსატომის” ინფორმაციას, ორივე მხარე მიემხრო ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, შეიქნას უსაფრთხოების ზონა ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო. სააგენტოს ხელმძღვანელის, გროსის მოსკოვში ვიზიტი წარმოადგენს მცდელობას, განიმუხტოს დაძაბულობა რუსეთის არმიის მიერ დაკავებული და მიმდინარე ომში სამიზნედ ...

Read More »

რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის შედეგად ჩერნიჰივს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ჯერ კიდევ მარტში რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის გამო ჩერნიჰივის რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. ადგილობრივი ელექტრიკოსები რამდენიმე წუთით მაინც თუ ახერხებენ მის ჩართვას. ელექტრიკოსებს მაქსიმსა და ანატოლის მუშაობა ჩერნიჰივის ცხრათვიანი ბლოკადის დროსაც მოუწიათ. ისინი ახლაც, 9 თვის შემდეგაც, დაბომბვის შედეგებთან ცდილობენ გამკლავებას. “ახალ კაბელებთან ერთად ძველებიც გვაქვს. ვცდილობთ ხაზის აღდგენას, რადგან ის სერიოზულად არის დაზიანებული. ელექტროენერგია არ არის პროდუქტი, რომელსაც ჩანთაში ჩადებ და სახლში წაიღებ. ის იმდენი იწარმოება, რამდენსაც მოსახლეობა მოიხმარს.  ახლა კი, სამწუხაროდ, აი, ამ პირობებში ...

Read More »

მაროკოში, ერთ-ერთ პორტთან, გაზის საცავში აფეთქება მოხდა

მაროკოს სანაპიროზე გაზის შესანახ საცავში აფეთქება მოხდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას arabnews ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განხორცილდა. მათი ცნობით, კასაბლანკას ჩრდილოეთით 15 კილომეტრში მდებარე ატლანტიკური პორტი მოჰამედიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MAP-ის ცნობით, ხანძრის შედეგად ხუთი ტანკი განადგურდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

Read More »
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

რუსეთს სურს სწრაფად გააერთიანოს თავისი ენერგეტიკული სისტემა აზერბაიჯანულთან

რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა უნდა გაააქტიურონ მუშაობა სამი სახელმწიფოს ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებაზე. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა ირანის ენერგეტიკის მინისტრ, ალი აქბარ მეჰრაბიანთან შეხვედრისას განაცხადა. „ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ პროექტის განხორციელებისას, არის რუსეთისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების საიმედოობისა და მათი პარალელური მუშაობის სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – განმარტა რუსეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ირანში, სირიკის თბოსადგურის ...

Read More »

გერმანია 2023 წლიდან რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის

გერმანია მომავალი წლის დასაწყისიდან რუსულ ნავთობს აღარ შეიძენს და მის იმპორტს ყაზახეთიდან განახორციელებს, – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. გერმანიის ხელისუფლებამ მანამდეც განაცხადა, რომ წლის ბოლომდე რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებას აპირებდა, მაგრამ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როდესაც რუსეთის ნავთობსადენის ოპერატორის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ გერმანიისგან 2023 წლის პირველ კვარტალში ნავთობის მიწოდების მოთხოვნა მიიღეს. „ცნობები იმის ...

Read More »

ზღვრული ფასების შემომღების შემდეგ, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 54%-ით შემცირდა

რუსული ნავთობზე, ფასის ზღვრის შემოღებიდან პირველ კვირასვე, ნედლეულის ექსპორტი 54%-ით შემცირდა, იტყობინება Bloomberg, ტანკერების მოძრაობის მონაცემებსა და საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით. სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი შემცირდა თითქმის 1,86 მილიონი ბარელით დღეში და 1,6 მილიონი ბარელი შეადგინა. ვარდნის ნაწილი გამოწვეული იყო ბალტიის ზღვის პორტის პრიმორსკის ტექნიკური სამუშაოებით, მაგრამ ტრაფიკის მოცულობა ასევე შემცირდა სხვა პორტებში. კერძოდ, შორეული აღმოსავლეთის ნახოდკას პორტში არ არის საკმარისი გემები. ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20%-ით შემცირდა

2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა. მონაცემებს „ევროსტატი“ აქვეყნებს. „2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა, 2017-2021 წლებში, იმავე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით“, – წერს „ევროსტატი“. „ევროსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15 პროცენტის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ზოგიერთში კი – 40 ...

Read More »

მოლდოვამ რუსული გაზის ჩასანაცვლებლად ალტერნატივები მოიძია

მოლდოვამ მოკლევადიან ენერგეტიკულ შეთანხმებას მიაღწია, რაც მას რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. პრემიერმინისტრის მოადგილის, ანდრეი სპინუს თქმით, ქვეყანა 100 მილიონ კუბურ მეტრს რუსული Gazprom-ის ნაცვლად, ადგილობრივი კომპანია Energocom-ისგან იყიდის. დღემდე მოლდოვა დიდწილად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მზარდი ინფლაციის მიუხედავად, მოლდოვა წყვეტს რუსეთისგან გაზის იმპორტს. “გასული წლიდან მოყოლებული პირობა დავდეთ, რომ რეზერვს გავაკეთებდით და სხვა ალტერნატივებს ვიპოვიდით. ეს მოვახერხეთ” – ...

Read More »

პესკოვი: ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია. „ეს არის ფასწარმოქმნის საბაზრო პროცესის დარღვევა, მისი ხელყოფა. ეს მიუღებელია. დადებითი და უარყოფითი მხარეების გულდასმით აწონვას დრო დასჭირდება“,- აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ...

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

რუსეთი იმუქრება, რომ ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას არ დაუშვებს

რუსეთი თურქმენეთიდან აზერბაიჯანისკენ ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას “არ დაუშვებს”, – განაცხადა რუსმა სენატორმა ალექსანდრე ბაშკინმა. ამის კვალდაკვალ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გააკეთა განცხადება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც თურქმენეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების “საგზაო რუქას” შეიმუშავებს. “დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ თურქმენული გაზი შეიძლება, ბაქოდან თურქეთს მიეწოდოს, იქიდან კი – ევროპას, რაც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს. მაგრამ ...

Read More »