მოლდოვამ რუსული გაზის ჩასანაცვლებლად ალტერნატივები მოიძია

მოლდოვამ მოკლევადიან ენერგეტიკულ შეთანხმებას მიაღწია, რაც მას რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

პრემიერმინისტრის მოადგილის, ანდრეი სპინუს თქმით, ქვეყანა 100 მილიონ კუბურ მეტრს რუსული Gazprom-ის ნაცვლად, ადგილობრივი კომპანია Energocom-ისგან იყიდის.

დღემდე მოლდოვა დიდწილად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მზარდი ინფლაციის მიუხედავად, მოლდოვა წყვეტს რუსეთისგან გაზის იმპორტს.

“გასული წლიდან მოყოლებული პირობა დავდეთ, რომ რეზერვს გავაკეთებდით და სხვა ალტერნატივებს ვიპოვიდით. ეს მოვახერხეთ” – წერს პრემიერმინისტრის მოადგილე, სპინუ Telegram-ზე.

წყარო: tabula.ge

Leave a Reply