რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა უნდა გაააქტიურონ მუშაობა სამი სახელმწიფოს ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებაზე. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა ირანის ენერგეტიკის მინისტრ, ალი აქბარ მეჰრაბიანთან შეხვედრისას განაცხადა.
„ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ პროექტის განხორციელებისას, არის რუსეთისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების საიმედოობისა და მათი პარალელური მუშაობის სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – განმარტა რუსეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ირანში, სირიკის თბოსადგურის პროექტის ამჟამინდელი სტატუსი, ასევე ელექტრო ქსელის ეკონომიკის სფეროში ურთიერთქმედება.
ამავდროულად, ირანულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა თბოელექტროსადგურების მშენებლობაში და განახლებადი ენერგიის წარმოების პროცესში თანამშრომლობის ინტერესი, ასევე ერთობლივი პროექტები ირანში რუსული ენერგეტიკული აღჭურვილობის, მათ შორის გაზის ტურბინების გამოყენებით.
“რუსული კომპანიები დაინტერესებულნი არიან ირანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გაზის ტურბინის ტექნოლოგიების გადაცემასა და მათი ერთობლივი წარმოების ჩამოყალიბებაში. აქ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს”, – დასძინა შულგინოვმა.
წყარო: bfm.ge