გერმანია მომავალი წლის დასაწყისიდან რუსულ ნავთობს აღარ შეიძენს და მის იმპორტს ყაზახეთიდან განახორციელებს, – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
გერმანიის ხელისუფლებამ მანამდეც განაცხადა, რომ წლის ბოლომდე რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებას აპირებდა, მაგრამ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როდესაც რუსეთის ნავთობსადენის ოპერატორის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ გერმანიისგან 2023 წლის პირველ კვარტალში ნავთობის მიწოდების მოთხოვნა მიიღეს.
„ცნობები იმის შესახებ, რომ გერმანიამ რუსული ნედლი ნავთობი შეუკვეთა, მცდარია. ნავთობკომპანიები ახალი წლიდან რუსულ ნედლ ნავთობს აღარ შეუკვეთენ“, – აღნიშნულია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
მომავალი წლიდან რუსულ ნავთობზე უარს პოლონეთიც იტყვის.
წყარო: pia.ge