Tag Archives: #ნავთობი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის გაძვირების შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვანია

საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი “ბიზნესპარტნინორთან” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციასთან კონსულტაციები არ ყოფილა. “კონკრეტულად რა მექანიზმებზეა საუბარი, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ინიციატივას მივესალმებით და ვთვლით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც მივხვდი, ეს იქნება ფასების ზედა ზღვრის ფიქსაცია და ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, დავაკვირდეთ მოვლენებს, თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, ადეკვატური რეაგირება გვექნება

გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია – დავაკვირდეთ მოვლენებს და გვექნება ადეკვატური რეაგირება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საწვავის ფასის ზრდაზე გამოთქმულ პროგნოზებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი, “არავინ იცის” და ეს საკითხი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. “საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც. დავაკვირდეთ მოვლენებს. თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება ...

Read More »

სანქციების საფრთხის გამო, ევროპასა და აზიაში რუსული ნავთობის შესყიდვაზე თავს იკავებენ

აზიასა და ევროპაში რუსული ნავთობის მყიდველები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან უკრაინის ირგვლივ შესაძლო ესკალაციის გამო, იწყებენ თავიანთი გეგმების გადახედვას და ლოტების შესყიდვის გადადებას, იმის შიშით, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სანქციების ხაფანგში მოხვდებიან. რუსული ნავთობის Urals, ფასი ევროპაში მკვეთრად დაეცა სხვა ბრენდებთან შედარებით და ბოლო ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურ შემცირებას მიაღწია: თითოეული ბარელი Brent-ზე თითქმის 4 დოლარით ნაკლები ღირს. წლის დასაწყისში საპირისპირო ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 17 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 92.97  (- 1.84)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.76  (- 1.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

მთავრობამ შესაძლოა საწვავის მინიმალური და მაქსიმალური ფასი დააზღვიოს

საწვავის ფასების შემდგომი ზრდის შემთხვევაში, მთავრობამ შესაძლოა გარკვეული დაზღვევის მექანიზმი შეიმუშაოს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, შესაძლოა საწვავის მაქსიმალური და მინიმალური ფასის დაზღვევა მოხდეს. „საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დიდწილად ეს განპირობებულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოშია. ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,13 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 100,76 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფას კვლავ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 16 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 94.81  (+ 1.53)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.66  (+  1.59)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში მენავთობეები გაიფიცნენ

15 თებერვალს ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, სადაც იანვარში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, გაიფიცნენ ნავთობკომპანია „ოზენმუნაიგაზის“ მუშები. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ავტოსადგურზე, საიდანაც ისინი ჩვეულებრივ მიჰყავთ ხოლმე ნავთობის საბადოებზე. ორგანიზაციის თანამშრომლებმა დამქირავებლისგან მოითხოვეს შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, გაფიცულები ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეწყდეს წამება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იანვრის მიტინგების დროს დაპატიმრებულები. „დამწუხრებული ვართ, რომ ჟანაოზენში დაწყებული მშვიდობიანი მიტინგი ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანში ნავთობის მოპოვება 21%-ით გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC-ის ბოლო ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, იანვრის თვეში ირანში ნედლი ნავთობის მოპოვებამ მიაღწია 2,503 მილიონ ბარელს დღეში, რაც 21%-ით მეტია 2021 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2021 წლის დეკემბრის თვეში ირანი მოიპოვებდა  2,482 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს დღეში, ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში ისლამურ რესპუბლიკაში ნავთობის საშუალო მოპოვებამ შეადგინა 2,480 მილიონი ბარელი/დღეში, რაც 40 000 ბარელით/დღეში ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 15 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 93,28 (- 3,20)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,07  (- 3,39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »