Tag Archives: #გაზპრომი

შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

“გაზპრომი” უცხოურ ბირჟებს ტოვებს

“გაზპრომმა” გამოაცხადა, რომ ტოვებს უცხოურ ბირჟებს და ამოიღებს იმ სადეპოზიტო ქვითრებს (დელისტინგს), რომლებიც ივაჭრება უცხოურ ბირჟებზე. შესაბამისი განცხადება კორპორატიულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია ლონდონისა და სინგაპურის საფონდო ბირჟებიდან გასვლაზე, სადაც ტრიალებს კომპანიის სადეპოზიტო ქვითრები – უცხოური ემიტენტის აქციების ფლობის უფლების დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდები. წყარო: bfm.ge

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

ბრიტანეთმა რუსულ „გაზპრომთან“ ანგარიშსწორების უფლება მაისის ბოლომდე გასცა

დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების დაცვის უზრუნველყოფის სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია „გაზპრომბანკთან“, ან მის შვილობილ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორების უფლების დაშვების შესახებ იმ კონტრაქტებზე, რომლებიც ევროკავშირში გაზის მიწოდებ გულისხმობს. ამის შესახებ kommersant.ru წერს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ლიცენზია მომსახურების იმ კონტრაქტებზე ვრცელდება, რომლებიც სანქციების ძალაში შესვლამდე, ანუ 21 აპრილამდე გაფორმდა. ეს შეღავათი 31 მაისამდე იმოქმედებს. დიდმა ბრიტანეთმა „გაზპრომს“ სანქციები მარტში დაუწესა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ...

Read More »

ერმაკი – თუ ემბარგო არ დაწესდება, ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი ოდენობა რუსეთის შარშანდელ შემოსავალს გადააჭარბებს

უკრაინა რუსული ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის შემოსავალი ენერგეტიკის სფეროში გასული წლის შემოსავლებს გადააჭარბებს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის კუთხით ყველაზე პრიორიტეტული არის ნავთობისა და გაზის ემბარგო. „ჩვენი ინფორმაციით, თუ ემბარგო არ დაწესდება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, [რუსეთის] ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი ოდენობა შარშანდელ ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

15 აპრილიდან რუსული გაზის რუბლებში გადახდის ვადა დაიწყო – „გაზპრომმა“ მაისის მიწოდება აღარ დაჯავშნა

„გაზპრომმა“ იამალ-ევროპის გაზსადენით, პოლონეთის გავლით გერმანიაში გაზის გადაქაჩვის მაისის მთელი თვის მოცულობა აღარ დაჯავშნა. ინფორმაციას სამთავრობო „ტასი“ GSA Platform-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. აუქციონზე დღეში 89,1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა იყო შეთავაზებული, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. Reuters-ის ცნობით, სლოვაკეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე ველკე-კაპუშანის გაზგამანაწილებელ სადგურზე მაისისთვის რუსული საექსპორტო გაზის 24,6 მილიონი კუბური მეტრის დღიური მოცულობა დაჯავშნულია, ხოლო უკრაინის გავლით რუსული ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

„გაზპრომს“ ბრიტანული და გერმანული შვილობილი კომპანიები საკუთრებაში აღარ დაუბრუნდება

გერმანიის მთავრობის დროებით კონტროლქვეშ მყოფი Gazprom Germania რუსეთის ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ აღარ დაუბრუნდება. ამის შესახებ Gazprom Germania-ს სავაჭრო განყოფილების განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg-მა, ასევე, მოიპოვა ლონდონში დაფუძნებული კომპანია Gazprom Marketing & Trading-ის თანამშრომლებისადმი ელფოსტით გაგზავნილი წერილი, რომელშიც წერია, რომ „გაზპრომი“ ამ გაყოფას მუდმივ მოვლენად მიიჩნევს და უცხოური შვილობილი კომპანიებისგან მოითხოვს, მისი ბრენდისა და სავაჭრო ნიშნის გამოყენება შეწყვიტონ. ამასთან, ...

Read More »

Anonymous-მა გაზპრომის შვილობილი კომპანია, Gazprom Linde Engineering გატეხა

Anonymous-მა გაზპრომის შვილობილი კომპანია, Gazprom Linde Engineering გატეხა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჰაკერული დაჯგუფება საკუთარ Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ჰაკერებმა კომპანიის თანამშრომლების 768 000 ელექტრონული წერილი ინტერნეტში გაავრცელეს. “კომპანია სპეციალიზებულია გაზის, ნავთობქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების დიზაინში”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

ავსტრალიამ “გაზპრომს” და სხვა კომპანიებს სანქციები დაუწესა

ავსტრალია, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს, რომლებიც 14 კომპანიას შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სანქციათა ახალ სიაში მოხვდნენ: “კამაზი”, “გაზპრომი”, “გაზპრომ ნეფტი”, “ტრანსნეფტი”, “როსტელეკომი”, “რუსგიდრო”, “სევმაში” და “გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია”. ასევე, ჰოლდინგი “როსელექტრონიკა”, “რუსეთის რკინიგზა”, “ნოვოროსიისკის საზღვაო სავაჭრო პორტი”, ALROSA, “სოგაზი” და “სოვკომფლოტი”. მანამდე, ავსტრალიას ჰქონდა დაწესებული სანქციები რიგი რუსი ბინესმენისა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, მათ ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

გერმანია ქვეყნიდან წასული „გაზპრომის“ აქტივების მყიდველს ეძებს

გერმანიის ხელისუფლება „გაზპრომის“ აქტივების კერძო მყიდველს ეძებს და მათ მხარდაჭერის სახით KfW IPEX-Bank-ისგან სახელმწიფო სესხს სთავაზობს. ინფორმაციას Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, 1-ელ აპრილს „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ ჯგუფ „Gazprom Germania“-სა და მისი ყველა აქტივის კონტროლს წყვეტს. მათ შორის არის სადისტრიბუციო WINGAS/WIEE, შენახვის ოპერატორი astora, ასევე, ჯგუფ Gazprom Marketing & Trading-ში შემავალი საცალო ოპერატორი Gazprom Marketing & Trading Retail, რომელიც ...

Read More »

გერმანიის მთავრობა გაზპრომის შვილობილი კომპანიის კონტროლს იბარებს

გერმანიაში გაზპრომის შვილობილი კომპანიის, Gazprom Germania-ს კონტროლს გერმანიის მთავრობა იბარებს. ქვეყნის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის გადაწყვეტილებით, კომპანიის მეურვე ქსელების ფედერალური სააგენტო გახდება. ჰაბეკი გადაწყვეტილების მიზეზად “გაურკვეველ სამართლებრივ ურთიერთობებს” და სავაჭრო და საგადასახადო რეგულაციების დარღვევას ასახელებს. გასულ პარასკევს გაზპრომმა განაცხადა, რომ თავისი გერმანული შვილობილი კომპანიის საქმიანობას გააჩერებდა.

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ექსპროპრიაციის შიშით „გაზპრომი“ გერმანიას ტოვებს

Reuters რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ დღევანდელ განცხადებას ავრცელებს, რომ კომპანია გერმანიაში თავის საქმიანობას წყვეტს. სააგენტოს შეფასებით, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რომ ბერლინმა რუსულ გაზზე გადახდები ევროდან რუბლზე უნდა გადაიტანოს. ჯერ გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი რუსული გაზის გერმანიისთვის მიწოდებაზე, რაზეც ეს ქვეყანა, დაახლოებით, 40%-ით არის დამოკიდებული. „გაზპრომმა“განაცხადა, რომ Gazprom Germania GMBH-ში ...

Read More »