შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

„გაზპრომს“ ბრიტანული და გერმანული შვილობილი კომპანიები საკუთრებაში აღარ დაუბრუნდება

გერმანიის მთავრობის დროებით კონტროლქვეშ მყოფი Gazprom Germania რუსეთის ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ აღარ დაუბრუნდება. ამის შესახებ Gazprom Germania-ს სავაჭრო განყოფილების განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-მა, ასევე, მოიპოვა ლონდონში დაფუძნებული კომპანია Gazprom Marketing & Trading-ის თანამშრომლებისადმი ელფოსტით გაგზავნილი წერილი, რომელშიც წერია, რომ „გაზპრომი“ ამ გაყოფას მუდმივ მოვლენად მიიჩნევს და უცხოური შვილობილი კომპანიებისგან მოითხოვს, მისი ბრენდისა და სავაჭრო ნიშნის გამოყენება შეწყვიტონ. ამასთან, წერილში წერია, რომ კომპანიებს საკუთრების სტრუქტურა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვთ, რაზეც გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან მოლაპარაკებებს მართავენ.

გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ორგანომ, მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, კონტროლი მოიპოვა Gazprom Germania GmbH-ზე, რომელიც ენერგიის მიმწოდებელ Wingas GmbH-სა და გაზის შესანახ კომპანიას ფლობს.

„გაზპრომის“ შვილობილ კომპანიებს, ასევე, მოიცავს ლონდონის სავაჭრო განყოფილება და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საცალო მიმწოდებელი, ასევე, ოპერატორები შვეიცარიიდან სინგაპურამდე.

„ჩვენ „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიების ფილიალებთან დაბრუნების ვერანაირ სცენარს ვერ ვხედავთ,“ – აცხადებს ლონდონის სავაჭრო განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი, ვოლფგანგ სკრიბოტი.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply