Tag Archives: #უკრაინა

უკრაინა რუსული ნავთობის ტრანზიტის ღირებულებას ზრდის

მომავალი წლიდან უკრაინა “დრუჟბას” მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტის ღირებულების გაზრდას გეგმავს, – იუწყება “Bloomberg”-ი რუსული კომპანია “ტრანსნეფტის” მიერ უკრაინული “უკრტრანსნაფტიდან” მიღებულ წერილზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანსპორტირების ფასი ნედლეულის 1 ტონაში 11,5-დან 13,6 ევრომდე გაიზრდება. უკრაინის ხელისუფლება ამ გადაწვეტილებას რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვებს უკავშირებს, რამაც უზარმაზარ ზარალთან ერთად, ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია. ...

Read More »

მაკრონმა და ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ვითარება განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ვითარება განიხილა. მაკრონმა ზელენსკის განუცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია ბოლოდროინდელი დარტყმების გამო აღნიშნა, რომ ელექტროსადგურს საფრთხე კვლავ ემუქრება. საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის. მხარეებმა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზაციის საკითხი განიხილეს.

Read More »

უკრაინაში ენერგოკრიზისია

უკრაინაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ უშუქოდ საათების განმავლობაში დარჩებიან და მიწოდების განრიგზე გადავლენ. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან განხორციელებული მძიმე საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებია უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე. ამჟამინდელი ინფორმაციით, თავდასხმების გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ზამთრის დადგომასთან ერთად, გავლენას ახდენს ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე. მოსახლეობის ამ ნაწილს ზამთრის გადასატანად კრიტიკულად აუცილებელი გათბობა, ელექტროენერგია და წყალი, სრულად, ან ნაწილობრივ არ მიეწოდება. “ყოველთვის უარესისთვს უნდა მოემზადო. გვესმის, რომ ...

Read More »

„როსატომის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა

რუსული კომპანია „როსატომის“ ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა. ამის შესახებ ალექსეი ლიხაჩევმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გასულ დღეებში სადგურის ტერიტორიის მიმართულებით 30-ჯერ გაისროლეს. „დარტყმები ხორციელდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე, სპეციალურ კორპუსზე, სატრანსპორტო მაგისტრალზე, დაზიანებულია სარეზერვო დიზელ გენერატორები“, – განაცხადა ლიხაჩევმა. მანამდე, რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევი „არ წყვეტს პროვოკაციებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტექნოგენური ...

Read More »

შმიგალი: უკრაინაში ყოველდღიურად დაახლოებით 8.5 ათასი გენერატორი შემოდის

უკრაინის ენერგოსისტემა რუსი ოკუპანტების ახალი თავდასხმებისთვის ემზადება, წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ფეისბუქზე 20 ნოემბერს. “უკრაინის ენერგოსისტემა ახალი თავდასხმების ქვეშაა. ამიტომ მთავრობა ემზადება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის”, – წერს ის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა გაააქტიურებს ენერგოწარმომქმნელი ობიექტების იმპორტს. “თითოეულ უკრაინელს შეუძლია გენერატორის ან დამტენი სადგურის შემოტანა საზღვარგარეთიდან გადასახადისა და დღგ-ს გადახდის გარეშე. დაახლოებით 8500 გენერატორის კომპლექტი შემოდის დღეში”, – თქვა ...

Read More »

ესტონეთი უკრაინას 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს

ესტონეთი უკრაინას, 27 საქალაქო ავტობუსსა და 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს. უკრაინაში ავტობუსების გაგზავნის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, და აღნიშნა, რომ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ჰუმანიტარული დახმარებაც სჭირდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტალინის ხელისუფლებასთან ერთად, უახლოეს მომავალში უკრაინაში, სასწრაფო დახმარების ორი მანქანის გაგზავნას გეგმავს. წყარო: europetime.eu

Read More »
ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

კიევის მოსახლეობას მოუწოდებენ წყალი და სურსათი მოიმარაგოს

კიევის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ წყალი და სურსათი მოიმარაგოს და ელექტროენერგიის უფრო ხანგრძლივი გათიშვებისთვის მოემზადოს. ამის შესახებ ქალაქის მოსახლეობას სახელმწიფო მომხმარებელთა სამსახურში აცნობეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. „მოიმარაგეთ სასმელი წყალი და გადაამოწმეთ თქვენს სახლებთან უახლოეს მაღაზიებში სასმელი წყლის მარაგი. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ წყლის ტუმბოებს გენერატორების მეშვეობით ელქეტროენერგიას მივაწვდით, რათა კიეველები სასმელი წყლის გარეშე არ დარჩნენ“, – აცხადებენ სამსახურში. რეკომენდაციაში წერია, რომ პირველ ...

Read More »

10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მტრის ქმედების გამო ახლა 10 მილიონზე მეტ უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ამ დროისთვის 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა. ელექტროენერგია არ მიეწოდებათ ვინიცას რეგიონში, ოდესის რეგიონში, სუმის რეგიონსა და კიევში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მიწოდების ნორმალიზებისთვის“, – აცხადებს ზელენსკი. 15 ნოემბერს რუსეთმა ყველაზე  მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა  უკრაინაზე. რაკეტების სამიზნე ძირითადად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

Read More »

მსოფლიო IAEA მოუწოდებს რუსეთს, თავისი ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან. გაერო-ს 35 ქვეყნის საბჭომ, რომელიც ქვეყნების ატომურ ენერგეტიკას აკვირდება, უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს – უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ყველა საქმიანობა შეწყვიტოს. ამის შესახებ დახურულ შეხვედრაში მონაწილე დიპლომატებმა განაცხადეს. ამასთან, Reuters-მა რეზოლუციის ტექსტი მოიპოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მმართველთა საბჭო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იმის ...

Read More »

რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია Naftogaz Ukrainy დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია Naftogaz Ukrainy დაბომბეს. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ხუთშაბათს დაიწყო გაზის საწარმო “უკრასდობიჩის” მასიური დაბომბვა. განადგურებულია რამდენიმე ობიექტი, ზოგი კი დაზიანებულია. ხანძარი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ჩააქრო. Naftogaz Ukrainy-ის გამგეობის თავმჯდომარის, ოლექსი ჩერნიშევის ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც თავდასხმის შედეგებსა და მასშტაბებს შეაფასებენ და დადგინდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

Read More »