10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მტრის ქმედების გამო ახლა 10 მილიონზე მეტ უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„ამ დროისთვის 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა. ელექტროენერგია არ მიეწოდებათ ვინიცას რეგიონში, ოდესის რეგიონში, სუმის რეგიონსა და კიევში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მიწოდების ნორმალიზებისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.

15 ნოემბერს რუსეთმა ყველაზე  მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა  უკრაინაზე. რაკეტების სამიზნე ძირითადად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

Leave a Reply