ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

კიევის მოსახლეობას მოუწოდებენ წყალი და სურსათი მოიმარაგოს

კიევის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ წყალი და სურსათი მოიმარაგოს და ელექტროენერგიის უფრო ხანგრძლივი გათიშვებისთვის მოემზადოს. ამის შესახებ ქალაქის მოსახლეობას სახელმწიფო მომხმარებელთა სამსახურში აცნობეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„მოიმარაგეთ სასმელი წყალი და გადაამოწმეთ თქვენს სახლებთან უახლოეს მაღაზიებში სასმელი წყლის მარაგი. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ წყლის ტუმბოებს გენერატორების მეშვეობით ელქეტროენერგიას მივაწვდით, რათა კიეველები სასმელი წყლის გარეშე არ დარჩნენ“, – აცხადებენ სამსახურში.

რეკომენდაციაში წერია, რომ პირველ რიგში მოსახლეობამ ისეთი პროდუქტები მოიმარაგოს, რომელსაც შენახვას სპეციალური პირობები არ სჭირდება – პური, ორცხობილა, ბლითები, კონსერვები და სხვა. ასევე ურჩევენ ადამიანებს, რომ ხელი სასმელები თერმოსებში შეინახონ.

Leave a Reply