მაკრონმა და ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ვითარება განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ვითარება განიხილა.

მაკრონმა ზელენსკის განუცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია ბოლოდროინდელი დარტყმების გამო აღნიშნა, რომ ელექტროსადგურს საფრთხე კვლავ ემუქრება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის. მხარეებმა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზაციის საკითხი განიხილეს.

Leave a Reply