Tag Archives: #რუსეთი

პუტინის ენერგეტიკული გამბიტი იშლება, გაზის საწყობები კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა

რუსული ბუნებრივი აირის ევროპაზე ზეწოლის იარაღად გამოყენების შესახებ, პუტინის გეგმები არ გამართლდა“, – ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. მედიასაშუალება წერს, თბილმა ამინდმა, მომწოდებლების ფართო სპექტრმა და მოთხოვნის შემცირების მცდელობებმა თავისი როლი ითამაშა. გაზის საწყობი კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა. გასულ თვეში ევროპამ უკვე განიცადა კრიზისის ყველაზე უარესი პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ სიცივემ ან მიწოდების შეფერხებამ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს პრობლემები ენერგეტიკულ ბაზრებზე, ...

Read More »

გერმანიის ვიცე-კანცლერი: პუტინი გაზს, როგორც გავლენის ბერკეტს კარგავს

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპაში გაზის გავლენის ბერკეტი დაკარგა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. “გერმანიის პრობლემა, ან თუნდაც ცენტრალური ევროპის პრობლემა ის იყო, რომ ჩვენი კვერცხების ნახევარი პუტინის კალათაში იყო. და მან გაანადგურა ისინი”, – თქვა პოლიტიკოსმა. მან აღიარა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ბერლინი დაუცველ მომენტში გამოიჭირა, რადგან გერმანია ზედმეტად ...

Read More »

თურქმენეთი და ჩინეთი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

თურქმენეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ გაზის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ, საბადოების განვითარებასა და გაზსადენის მშენებლობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადეს რომ ამ სფეროში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სქემა ყალიბდება: წარმოება, მილსადენით ტრანსპორტირება, ვაჭრობა, დაფინანსება და ტექნიკური ...

Read More »

რუსული Urals-ის ფასი დასავლეთის მიერ დაწესებულ ზღვარს ჩამოსცდა

რუსული ნავთობის, Urals-ის ფასი დეკემბერში ბარელზე 50,47 დოლარამდე დაეცა, რაც დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ ზღვარზე ნაკლებია. წინა თვესთან შედარებით, ნავთობის ღირებულება 24%-ით, ხოლო 2021 წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის ერთნახევარჯერ შემცირდა – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შედარებისთვის – Brent-ის ნავთობის მარტის ფიუჩერსები გამოქვეყნების მომენტისთვის ბარელზე 78,28 დოლარად იყიდებოდა, WTI ნავთობის თებერვლის კონტრაქტები კი ბარელზე 73,11 დოლარი იყო. ბარელზე 50,47 ...

Read More »

ევროკავშირის ემბარგოს გამო რუსული ნავთობის ექსპორტი წლიურ მინიმუმამდე დაეცა

2022 წლის ბოლო ოთხ კვირაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამის შესახებ Bloomberg-ის მონიტორინგის ქვეშ მყოფი გემების მოძრაობის მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც სააგენტო ავრცელებს. რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება დღეში 117 000 ბარელით შემცირდა და ოთხი კვირის განმავლობაში დღიურად 2 615 მილიონი ბარელი შეადგინა. მართალია, რუსული „ტრანსნეფტი“ იუწყება, რომ გასული წლის დეკემბერში შავი და წყნარი ოკეანის ზღვების პორტებიდან ...

Read More »

რუსეთიდან გაზის სატრანსპორტო კონტეინერების უმსხვილესი მწარმოებელი გადის

გაზის საზღვაო-სატრანსპორტო კონტეინერების ლიდერმა მწარმოებელმა, ფრანგულმა საინჟინრო კომპანია Gaztransport & Technigaz-მა (GTT) რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ევროპული სანქციების მერვე და მეცხრე პაკეტების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, რომელიც რუსული კომპანიების საინჟინრო მომსახურებას კრძალავს, ჯგუფი რუსეთში თავის საქმიანობას წყვეტს,“ – ნათქვამია განცხადებაში. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ 8 იანვარს GTT შეწყვეტს ხელშეკრულებას გემთმშენებელ კომპლექს „ზვეზდასთან,“ რომელიც ...

Read More »

რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. როგორც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი აცხადებს, რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი ასევე ჩაირთო დონეცკის, ხარკოვის, პოლტავსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

Read More »

ჯოზეფ ბორელი – 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში

2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, პუტინის ფსონმა არ გაამართლა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირად ბლოგში წერს, რომ, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ევროკავშირის დიდი დამოკიდებულება რუსული წიაღისეული ენერგორესურსების, კერძოდ, გაზის იმპორტზე, საშუალებას მისცემდა, გაეყო ევროკავშირი. ბორელის განცხადებით, არსებული გრძელვადიანი კონტრაქტებით გაზის მიწოდების შეზღუდვით, რუსეთმა ევროკავშირის შანტაჟი ...

Read More »

პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა. 2023 წლიდან, არამეგობრული ქვეყნები, გაზის საფასურის გადახდას რუბლში შეძლებენ. ვლადიმერ პუტინის მიერ 31 მარტს ხელმოწერილი განკარგულებით, რუსული გაზის შემსყიდველი ქვეყნები ვალდებულნი არიან გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“. ამ ბანკში გადახდების განხორციელების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე შესაბამისი სახსრები გარდაიქმნება რუბლებში. რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდებსა და ...

Read More »

შოლცის საახალწლო გამოსვლა: გერმანიამ რუსეთს შანტაჟის უფლება არ მისცა, როცა გაზზე წვდომა შეუწყვიტა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საახალწლო გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის ომს დაუთმო. მისი თქმით, პუტინი აწარმოებს „იმპერიალისტურ, მტაცებლურ ომს ევროპის ცენტრში“. „ამავე დროს, გერმანიამ არ მისცა შანტაჟის უფლება, როდესაც რუსეთმა გაზზე წვდომა შეუწყვიტა“, ამბობს შოლცი. „გერმანია და მისი მოქალაქეები მზად იყვნენ და იქნებიან უკრაინის მხარდასაჭერად“,- განაცხადა კანცლერმა. „პუტინმა ვერ დაიპყრო უკრაინა რამდენიმე დღეში, როგორც მან დაგეგმა. პირიქით: უკრაინელები მამაცურად იცავენ სამშობლოს ...

Read More »