პუტინის ენერგეტიკული გამბიტი იშლება, გაზის საწყობები კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა

რუსული ბუნებრივი აირის ევროპაზე ზეწოლის იარაღად გამოყენების შესახებ, პუტინის გეგმები არ გამართლდა“, – ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

მედიასაშუალება წერს, თბილმა ამინდმა, მომწოდებლების ფართო სპექტრმა და მოთხოვნის შემცირების მცდელობებმა თავისი როლი ითამაშა. გაზის საწყობი კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა.

გასულ თვეში ევროპამ უკვე განიცადა კრიზისის ყველაზე უარესი პერიოდი.

მიუხედავად იმისა, რომ სიცივემ ან მიწოდების შეფერხებამ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს პრობლემები ენერგეტიკულ ბაზრებზე, იზრდება ოპტიმიზმი, რომ ევროპას ახლა შეუძლია გადალახოს მიმდინარე და მომავალი წლის ზამთარი.

„შეგვიძლია ვთქვათ, ევროპული კოლაფსის საშიშროება თავიდან იქნა აცილებული“, – თქვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

ფასების ზრდის გამო გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეული კრიზისი ევროპას უკვე თითქმის 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდა.

გერმანიაში საწყობები სავსეა დაახლოებით 91%-ით, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 54%-ს შეადგენდა.

წყარო: pia.ge

Leave a Reply