შედარებისთვის – Brent-ის ნავთობის მარტის ფიუჩერსები გამოქვეყნების მომენტისთვის ბარელზე 78,28 დოლარად იყიდებოდა, WTI ნავთობის თებერვლის კონტრაქტები კი ბარელზე 73,11 დოლარი იყო.
ბარელზე 50,47 დოლარის ფასი დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ ჭერზე დაბალია, რაც რუსეთიდან ნავთობის ოფშორული მიწოდების შეზღუდვას ითვალისწინებდა. G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ გადაწყვიტეს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარამდე შეზღუდონ. ჭერი ძალაში 5 დეკემბერს შევიდა.
2022 წლის ბოლო ოთხ კვირაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა. როგორც Bloomberg-ი წერს, დეკემბერში რუსეთიდან ნავთობის ოფშორული მიწოდება დღეში 117 000 ბარელით შემცირდა, რაც დღეში საშუალოდ 2,615 მლნ ბარელს მოიცავს.
„ტრანსნეფტის“ ცნობით, ნედლეულის საზღვაო მარაგს ხელს უშლის ცუდი ამინდი. თუმცა, თავისი როლი ითამაშა ევროკავშირის ემბარგომაც, რაც გემების ნაკლებობაშიც გამოიხატება.
წყარო: bpn.ge