Tag Archives: #ელექტროსისტემა

რა ტარიფით ყიდულობს საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან

„საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ენგურჰესის შეჩერებამ და სხვა საკითხებმაც გამოიწვია“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, კომპანია „ელ გრინის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი ტარიფით ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მეტიც, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანის კონკურენტი, უკვე თურქეთია და არა რუსეთი. (ცნობისათვის, „ელ ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

“ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მოხმარება 70%-მდე იმპორტით იფარება, ასეთ რეჟიმში კი იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს ელექტრომომარაგებაზე”

„ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1 800 მგვტ მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე, – ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაშია ნათქვამი. „17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის „ახალციხე-500“ მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, ...

Read More »

ბიტკოინი $54,000-მდე დაეცა

უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რეკორდული ზრდის შემდეგ, გუშინ 5,5% -ით დაეცა. ჰონგ კონგში დილის 11:10 საათზე ბიტკოინი დაახლოებით $54 300 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი დრამატული ზრდა, გარკვეულწილად, აშშ-ში სტიმულის პაკეტის დამტკიცებას უკავშირდება. სინგაპურში კრიპტო ბირჟის Luno– ს ხელმძღვანელი, ვიჯა აიარი ვარაუდობს, რომ მორიგ კლებამდე, ბიტკოინი, შესაძლოა, $62,000 დოლარამდე ავიდეს. აიარის ვარაუდით, კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მოიმატებს, რადგან  საფონდო ბირჟა სტიმულის ამოქმედებასთან ერთად უკეთეს მაჩვენებლებს დადებს. ...

Read More »

“ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე, რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელენერგიის წარმოება შევაჩერეთ!”

“ჩემი კომპეტენცია, გამოცდილება, და თუნდაც, ინტელექტი არ ჰყოფნის იმას, რომ გავიგო როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ ენერგიის გარეშე. სამაგიეროდ, ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე, რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელენერგიის წარმოება შევაჩერეთ!” – ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს, რითაც ის ნამახვანი ჰესის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “დიდი თხოვნა მაქვს იმ ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გაიაფდა

თებერვლის თვეში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია კიდევ უფრო გაიაფდა. ამის შესახებ იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა ტელეკომპანია „პალიტრის“   გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, თუკი „ესკომ“ (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) „ელგრინისგან“ იანვარში  ელექტროენერგია შეისყიდა 3,9/3,9/5,4, ცენტად (ღამე/უქმე/დღე), თებერვალში ტარიფი კიდევ უფრო გაიაფდა და შეადგინა სტაბილური ფასი – 4,4 /4,4/4,4. აღსანიშნია, რომ თებერვლის შესყიდვამდე გადაწყვეტილების მიღებისას „ესკო“ ასევე ...

Read More »

WEG: “ჰესების რეაბილიტაცია გენერაციის ალტერნატივად ვერ გამოდგება”

ჰესების გარშემო მიმდინარე დისკუსიაში ახალი სადგურების ერთერთ ალტერნატივად ხშირად არსებული ჰესების რეაბილიტაცია განიხილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს საკუთარ facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “აქცენტი კეთდება ჰესების არაეფექტური მუშაობის გამოსწორებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგიის მიღების შესაძლებლობაზე. ამ შესაძლებლობის შეფასებისთვის, ქვემოთ მოგვყავს საქართველოში მოქმედი საშუალო და დიდი ჰესების საპროექტო და ფაქტიური გამომუშავების მონაცემები. მონაცემებიდან ჩანს, რომ საშუალო ნალექიან წლებში, ...

Read More »

თებერვალში ელექტროენერგიის 61% იმპორტით შეივსო

თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობამ 35.5 მლნ ლარი შეადგინა. ესკოს მონაცემებით, თებერვალში ესკო-ს მეშვეობით შესყიდული (გაყიდული) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა 227 159 981,3 კვტ.სთ იყო, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 21%-ია. საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 1 კვტ.სთ-ზე 15,637 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 12.304 თეთრი. საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან ...

Read More »

დააფინანსებენ თუ არა “ნენსკრაჰესს” – EBRD-ის, ADB-ისა და EIB-ის პასუხები

საქართველოს ენერგეტიკაში “ნენსკრაჰესის” $1-მილიარდიანი პროექტი ერთ-ერთი უმსხვილესია. თავდაპირველად პროექტის დასრულების თარიღად 2020 წელი განიხილებოდა, თუმცა იმის გამო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შესაბამისი პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი პროტესტიც არსებობს, სადგურის დასრულების სავარაუდო თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია. ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2020 წელს საჩივრის ორწლიანი განხილვა დაასრულა და მიღებული  გადაწყვეტილებით აღნიშნა, რომ პროექტი EBRD-ის გარემოსდაცვითი ...

Read More »
პროექტი „ჯვარი-ხორგა“ ელექტროსისტემის ავტონომიურობას გაზრდის

“აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტი კონკურენტული ფასების გამო ყველაზე ხელსაყრელია”

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და 700 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მკვეთრი მატება, ძირითადად ენგურჰესის გაჩერებამ განაპირობა. “ესკოს” (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მონაცემებით, ელექტროენერგიის ძირითადი მომწოდებლები აზერბაიჯანი და რუსეთი არიან, – ამის საკითხზე ანდრია გვიდიანი საუბრობს. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვა ფასების გამო აზერბაიჯანიდან გაცილებით ხელსაყრელია. „ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის შესყიდვა სხვა მომწოდებლებთან შედარებით, ...

Read More »
ჰიდროენერგეტიკის გამოწვევები და მისი განვითარების ისტორია

2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტროსადგური აშენდა

2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა. ირკვევა, რომ რაოდენობრივად ყველაზე ნაყოფიერი 2018 წელი იყო, როცა 8 ჰესი ამუშავდა. 2020 წელს კი, 6-მა ჰიდროელექტროსადგურმა დაიწყო ელექტროენერგიის გამომუშავება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციითვე, ბოლო 8 წელიწადში აშენებულმა 38 ჰიდროელექტროსადგურმა ენერგეტიკის დარგში 1.3 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. საინტერესოა ისიც, რომ აქედან 1 მლრდ დოლარი მოდის ...

Read More »