სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

“ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მოხმარება 70%-მდე იმპორტით იფარება, ასეთ რეჟიმში კი იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს ელექტრომომარაგებაზე”

„ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1 800 მგვტ მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე, – ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის „ახალციხე-500“ მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, მარნეულის, ზუგდიდის, აჭარისა და კახეთის მომხმარებლების ნაწილს.

„ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1 800 მგვტ მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე.

დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 30 წუთში, ხოლო რეგიონებს 45 წუთში აღუდგა და ამ ეტაპზე, ქვეყნის ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს ამ შეფერხების გამო.

Leave a Reply