უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რეკორდული ზრდის შემდეგ, გუშინ 5,5% -ით დაეცა. ჰონგ კონგში დილის 11:10 საათზე ბიტკოინი დაახლოებით $54 300 აშშ დოლარად ივაჭრებოდა.
კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი დრამატული ზრდა, გარკვეულწილად, აშშ-ში სტიმულის პაკეტის დამტკიცებას უკავშირდება. სინგაპურში კრიპტო ბირჟის Luno– ს ხელმძღვანელი, ვიჯა აიარი ვარაუდობს, რომ მორიგ კლებამდე, ბიტკოინი, შესაძლოა, $62,000 დოლარამდე ავიდეს. აიარის ვარაუდით, კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მოიმატებს, რადგან საფონდო ბირჟა სტიმულის ამოქმედებასთან ერთად უკეთეს მაჩვენებლებს დადებს.
ბიტკოინს და სხვა კრიპტოვალუტებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ინვესტორების გზარდილი ინტერესის ფონზე, კვლავ დაუბრუნდათ პოპულარობა. თუმცა, მათი მოწინამდეგეები ამტკიცებენ, რომ ციფრული ვალუტა შეიძლება სპეკულაციური ბაბლი იყოს, რომელიც სტიმულირების მასობრივი ინექციებით არის გამოწვეული.