Tag Archives: #ბიტკოინი

ბიტკოინის ფასი ისევ შემცირდა

Coindesk-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათში 1.22%-ით შემცირდა. ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 32 940  აშშ დოლარს შეადგენს. ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ფასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მისი მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დისკუსიამ და ჩინეთის კრიპტო რეგულაციებმა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ მან ...

Read More »

ჯორჯ სოროსის ფონდმა ბიტკოინებით ვაჭრობა დაიწყო

მილიარდერ ჯორჯ სოროსის საინვესტიციო ფონდმა Soros Fund Management- მა ბიტკოინებით ვაჭრობა დაიწყო. ამის შესახებ The Street ავრცელებს ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, სოროსის ფონდის მენეჯმენტის მთავარმა ინვესტიციის ოფიცერმა დონ ფიცპატრიკმა გასცა ნებართვა ბიტკოინებით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე. წყაროების თქმით, ფიცპატრიკი და მისი გუნდი ვაჭრობის დაწყებამდე გარკვეული დროის განმავლობაში სწავლობდნენ ციფრულ აქტივებს. პუბლიკაციამ ასევე იცის მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ფიცპატრიკი აწარმოებს ...

Read More »

კლების შემდეგ, ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა

ბიტკოინმა $30,000-იანი ფასის ნიშნულის შენარჩუნების შემდეგ, ორშაბათს ზრდა დაიწყო. ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ფასი ჰონგ-კონგში 14:10-ისთვის 6%-ით გაიზარდა და $34 595 შეადგინა. CoinGecko-ს თანახმად, მთლიანად კრიპტო სივრცე დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და $1,43 ტრილიონი დოლარი შეადგინა. “ვხედავთ, რომ ბიტკოინის მხრიდან $30,000-ის დონის შენარჩუნება საკმაოდ კარგად ხდება ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც ამ დონეზე ჩატარებულმა მრავალმა ტესტმა დაადასტურა”,- აცხადებს Luno-ს, კრიპტო ბირჟის აზიისა ...

Read More »

სალვადორის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას 30 დოლარის ღირებულების ბიტკოინს დაურიგებს

ისინი მიიჩნევენ, რომ კრიპტოვალუტის მასობრივი გამოყენება ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა სალვადორის პრეზიდენტის განცხადება, რომ მათ სურთ ბიტკოინი ქვეყანაში ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადონ. ამჟამად ქვეყანას ეროვნული ვალუტა არ გააჩნია და ფინანსური ოპერაციებისთვის აშშ-ის დოლარს იყენებს. ბიტკოინზე გადასვლაში ქვეყანას პრობლემები ექმნება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და Fitch.

Read More »

ნოვოგრაცი: ბიტკოინი ციფრული ოქროა

მილიარდერი ინვესტორი მაიკ ნოვოგრაცი ამბობს, რომ ის ბიტკოინს უყურებს როგორც “ციფრულ ოქროს”. ”თუ თქვენ ოქროზე დებთ ფსონს, ბიტკოინი უკეთესი ვარიანტია, რადგან მას აქვს იგივე მაკრო მიმართულება, მაგრამ ასევე მიმღებლობის ძალიან ადრეულ ფაზაში ვართ”,- ამბობს ნოვოგრაცი. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კრიპტო განვითარებული ბაზრებისთვის ფუფუნებაა, ხოლო განვითარებად ბაზრებზე აუცილებლობა, რადგან ასეთ ბაზრებზე გვაქვს ვალუტები, რომლებიც ყოველწლიურად 20-დან 30% -მდე უფასურდებიან. ნოვოგრაცმა ...

Read More »

მარტივად ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე

„ჩვენ გვიყვარს სიები, იმიტომ, რომ არ გვინდა მოვკვდეთ“, − უმბერტო ეკოს ეს ფრაზა ზუსტად აღწერს იმ საზოგადოებრივ წესრიგსა და ინსტიტუციებს, რომელსაც კაცობრიობა დღემდე მიმართავს. სიებისა და ჩანაწერების გარეშე, სადაც ადამიანები, ნივთები, თანხები და სხვა რესურსებია აღწერილი, უამრავი ორგანიზაცია უბრალოდ ვერ იარსებებდა. ეს სიები შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან − საკლასო ჟურნალიდან დაწყებული, მონაცემთა რთული ბაზებით დამთავრებული, თუმცა ყველა მათგანს მნიშვნელოვანი, საერთო ...

Read More »

ბიტკოინის ფასი ვარდნას აგრძელებს

ჩინეთის კრიპტო რეგულაციების შემდეგ, ბიტკოინის ფასი $30,000-იან ნიშნულს იანვრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა. პირველმა კრიპტოვალუტამ აპრილის $64,000-იანი რეკორდიდან 50%-ზე მეტი დაკარგა. უდიდესმა ციფრულმა ვალუტამ 2021 წელი $29,000-იანი ღირებულებით დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ციფრული აქტივისთვის, რომლის მიმართ მიმღებლობა სულ რამდენიმე კვირის წინ უფრო და უფრო იზრდებოდა Wall Street-ისა და საცალო ინვესტორების მხრიდან. თუმცა, ნეგატიურმა წნეხმა ბიტკოინის მოპოვებისთვის საჭირო ენერგიის გამოყენების შესახებ, რომელიც ...

Read More »

ჩინეთი ბანკებსა და საგადახადო კომპანიებს ციფრული ვალუტის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) რამდენიმე მსხვილ ბანკს და საგადახდო კომპანიას, კრიპტოვალუტების ვაჭრობის შესახებ, ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა, – გადაწყვეტილება სიჩუანის პროვინციაში Bitcoin-ის მოპოვების ოპერაციების შეჩერებას უკავშირდება. BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი აცხადებს, რომ იგი მიჰყვება PBOC-ს მითითებებს და სათანადო ყურადღებას აქცევს კრიპტოვალუტის მოპოვებისა და გარიგებების უკანონო ქმედებების აღმოფხვრას. ჩინეთის მობილური და ონლაინ გადახდების პლატფორმა Alipay, რომელიც ...

Read More »

ბიტკოინი სწრაფად გაუფასურებას განაგრძობს

ჩინეთის კრიპტო რეგულაციების შემდეგ, ბიტკოინის ფასი $30,000-იან ნიშნულს იანვრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა. პირველმა კრიპტოვალუტამ აპრილის $64,000-იანი რეკორდიდან 50%-ზე მეტი დაკარგა. უდიდესმა ციფრულმა ვალუტამ 2021 წელი $29,000-იანი ღირებულებით დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ციფრული აქტივისთვის, რომლის მიმართ მიმღებლობა სულ რამდენიმე კვირის წინ უფრო და უფრო იზრდებოდა Wall Street-ისა და საცალო ინვესტორების მხრიდან. თუმცა, ნეგატიურმა წნეხმა ბიტკოინის მოპოვებისთვის საჭირო ენერგიის გამოყენების შესახებ, რომელიც ...

Read More »

ბიტკოინის ფასი შემცირებას განაგრძობს

ჩინეთში კრიპტოვალუტების მაინინგის წესების გამკაცრების ფონზე, ბიტკოინის ფასი ორკვირიან მინიმუმზეა. ყველაზე დიდი ვირტუალური ვალუტა ნიუ-იორკში, დილის 7:26 საათისთვის 11%-ით დაეცა და $31 886 შეადგინა. სიდიდით მეორე ეთერიუმი 15%-ით დაეცა და $1,910 შეადგინა. კონტროლის გამკაცრების ბოლო ნაბიჯი ჩინეთის მხრიდან გადახდის პლატფორმა Alipay-ისთვის და ადგილობრივი ბანკებისთვის მიცემული მითითება იყო, რომ არ გაეწიათ ვირტუალური ვალუტების ვაჭრობასთან დაკავშირებული მომსახურება. ინსტიტუტებს ასევე დაევალათ გაეწყვიტათ გადახდის ...

Read More »